გაიგე მეტი სექსუალობაზე ანუ - why are you gay?


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

სექსუალობა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. რეპროდუქციის მიღმა, სექსუალობა გულისხმობს იმას თუ, როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს და რა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გვაქვს სხვების მიმართ.

სექსუალური ორიენტაცია არის კონკრეტული გენდერის მიმართ მდგრადი ემოციური, რომანტიკული, სქესობრივი და სასიყვარულო ლტოლვა.

არსებობს რამდენიმე სახის სექსუალური იდენტობა:

                               

ჰეტეროსექსუალი - ეს სექსუალური ორიენტაცია გულისხმობს, რომ ადამიანს საპირისპირო სქესის ინდივიდები იზიდავს. ხშირად მოცემული სექსუალობის ინდივიდებს საქართველოში მოიხსენიებენ როგორც ტრადიციული ორიენტაციის მქონეს.

ჰომოსექსუალი - რომანტიკული და სექსუალური ლტოლვა ან ქცევა ერთნაირი სქესის წევრებს შორის. ჰომოსექსუალობა თავის მხრივ იყოფა 2 კატეგორიად:

ლესბოსელი - არის ჰომოსექსუალი ქალი, რომელსაც სექსუალური და რომანტიკული ლტოლვა უჩნდება მხოლოდ ქალების მიმართ.
გეი - არის ჰომოსექსუალი კაცი, რომელსაც სექსუალური და რომანტიკული ლტოლვა უჩნდება მხოლოდ კაცების მიმართ.

ბისექსუალი - ადამიანი, რომელსაც ორივე (მამრობითი და მდედრობითი) სქესი იზიდავს.

ტრანსგენდერი - ადამიანი, რომლის სქესიც არ ემთხვევა მის გენდერულ იდენტობას. ტრანსგენდერი ადამიანები საკუთარი თავის იდენტიფიკაციას შეიძლება ახდენდნენ ტრანსგენდერ ქალებად (ბიოლოგიური კაცი, რომელიც იდენტიფიკაციას ახდენს, როგორც ქალი) და ტრანსგენდერ კაცებად (ბიოლოგიური ქალი, რომელიც იდენტიფიკაციას ახდენს, როგორც კაცი). ტრანსგენდერმა ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, შეცვალოს საკუთარი სხეული ჰორმონულად ან/და ქირურგიული გზით.

ინტერსექსი - არის ადამიანი, რომელსაც ანატომიურად ორივე სქესის მახასიათებელები აქვს.

ასექსუალი - არის ადამიანი, რომელიც არ განიცდის სექსუალურ ლტოლვას არავის მიმართ. ეს არ გამორიცხავს რომანტიკულ ურთიერთობას კონკრეტულ ადამიანთან და არც რაიმე ტიპის სამედიცინო პრობლემაა.

დემისექსუალი - ადამიანი, რომელიც სექსუალურ ლტოლვას განიცდის მხოლოდ იმ ინდივიდ(ებ)ის მიმართ, რომლებთანაც რაიმე დონის ემოციური კავშირი გააჩნია. ასექსუალებისაგან განსხვავებით, დემისექსუალები არ განიცდიან სექსუალობის სრულ უქონლობას;

პანსექსუალი - ადამიანი, რომელიც მიზიდულობას ნებისმიერი გენდერის მიმართ განიცდის. ხშირად ისინი ბისექსუალებში ეშლებათ, თუმცა განსხვავება საკმაოდ მარტივია: ბისექსუალებს მხოლოდ ქალები და მამაკაცები იზიდავთ, პანსექსუალებს კი: ტრანსგენდერები, არა–ბინარული და ნებისმიერი სხვა გენდერული იდენტობის მატარებელი ინდივიდებიც.

ქვიარი - ზემოთჩამოთვლილ სექსუალობათაგან განცალკევებული ორიენტაცია არ გახლავთ. მოცემული ტერმინი ე.წ. ქოლგა ტერმინია და ლგბტქ+ საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს მოიცავს. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანი ქვიარია.

რატომ არის ზოგიერთი ადამიანი ჰომოსექსუალი ან სხვა სექსუალური ორიენტაციის?

                                             

დღესდღეობით მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ სექსუალური ორიენტაცია არის ეკოლოგიური, ემოციური, ჰორმონალური და ბიოლოგიური ფაქტორების კომბინაციის შედეგი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე და ეს ფაქტორები შეიძლება ყველასთვის განსხვავებული იყოს.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჰომოსექსუალიზმს ან ნებისმიერი სხვა სექსუალობას არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან თუ, როგორ ზრდიდნენ მშობლები ან რა სექსუალური გამოცდილება ჰქონდა ინდივიდს ადრეულ ასაკში.

მიუხედავად სოციალური განწყობებისა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები აქვს ან ავადმყოფია.  

როგორ ვიგებ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას?
ბევრი ადამიანი, საკუთარი სექსუალური ორიენტაციის იდენტიფიცირებას გარდატეხის ასაკში ახდენს და ხშირ შემთხვევაში სექსუალური გამოცდილების გარეშეც. ეს ყველაფერი შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიებს, ფიქრებისა თუ აზრებს.

შეიძლება თუ არა სექსუალური ორიენტაციის შეცვლა?
ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ სექსუალური ორიენტაცია არ არის არჩევანი და შესაბამისად მისი შეცვლა შეუძლებელია. არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი არაჰეტეროსექსუალი ადამიანები მალავენ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას და ცხოვრობენ ჰეტერონორმატიულად, რათა თავიდან აირიდონ საზოგადოებიდან წამოსული ნეგატივი.