გადავიფიქრე: სქესის შეცვლის პირველი ოპერაციის ისტორია


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

1972 წლის 5 აპრილს, სსრკ-ში პირველად ჩატარდა სქესის შეცვლის ოპერაცია. პირველად მსოფლიოს მედიცინის ისტორიაში ქალი გადააკეთეს კაცად, მოაცილეს საშვილოსნო და საშო, და გადაუნერგეს მამაკაცის სასქესო ორგანო. ოპერაცია ჩაატარა საბჭოთა ქირურგმა ვიქტორ კალნბერზმა. სოციალური წყობის საწინააღმდეგო ქმედებისთვის  ექიმი დასაჯეს და მსგავსი ოპერაციები აკრძალეს  17 წლით.

ეს კონკრეტული ისტორია დაიწყო 1968 წელს. იმ დროისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები მსოფლიოში სულ ოთხი იყო ჩატარებული და ყოველი მათგანი დასრულდა ჰერმოფროდიტების შექმნით. მაგალითად, ქალი, რომელიც საკუთარ თავში მამაკაცს უფრო გრძნობდა, უნერგავდნენ კაცის სასქესო ორგანოს, ოღონდ ისე, რომ ქალის სასქესო ორგანოსაც უნარჩუნებდნენ და მას დაფეხმძიმებაც შეეძლო.

30-წლის ინა — ულამაზესი გარეგნობის მქონე ქალი იყო, რომელსაც ნამდვილი მამაკაცური, ინჟინრული გონება ჰქონდა. მას ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, კაცები კი მის ღვთაებრივ სხეულს თვალს ვერ აშორებდნენ. თუმცა, საკუთარ სხეულში ინა დატყვევებულად გრძნობდა თავს. ქალმა სამჯერ სცადა თვითმკვლელობა ქალის მიმართ განცდილი უპასუხო სიყვარულის გამო. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა დახმარების მიზნით ცნობილი ბიოლგ-ექსპერიმენტატორისთვის, პროფესორ დემიხოვისთვის მიემართა.

დემიხოვი — მსოფლიო ტრანსპლანტოლოგიის ფუძემდებელია. 1946 წელს, დემიხოვმა პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში წარმატებით გადაუნერგა ძაღლს მეორე გული, ხოლო მოგვიანებით შეძლო მთლიანად შეეცავალა გულისა და სასუნთქი გზების სისტემა. ეს მსოფლიო სენსაცია იყო, რომელიც სსრკ-ში არც კი შეუმჩნევიათ. ასეთი მიღწევის მიუხედავად, ექიმ დემიხოვს ადამიანების ოპერირების უფლება არ ჰქონდა. როცა მასთან მივიდა ინა, ის იძულებული იყო უარით გაესტუმრებინა.

თუმცა, რამოდენიმე მცდელობის შემდეგ, დემიხოვმა გადაწყვიტა გოგონასთვის იმედი არ მოეკლა და დაეხმარა შეხვედროდა ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის განყოფილების მთავარ ექიმს, დოქტორ კალნბერზს, რომელიც იმ დროს რეალურად ახდენდა ისეთი პაციენტებისთვის ფალოსის აღდგენას, რომლებმაც ორგანო დაკარგეს უბედური შემთხვევის ან ამპუტაციის შედეგად.

ფოტოზე აღბეჭდილია ვიქტორ კალნბერზი ფიდელ კასტროს პირად დაცვასთან ერთად, რომელსაც მან «მამაკაცური ჯანმრთელობა» დაუბრუნა. ფოტო მოპოვებულია პირადი არქივიდან.

ტექნიკურად ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იყო, და კალნზბერს ეს კარგად ესმოდა. თუმცა, წარმატებული ოპერაცია გულისხმობდა სქესის მთლიანად გამოცვლას, ანუ საშოს და საშვილოსნოს ამოკვეთას. სსრკ-ში მსგავსი ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ სამედიცინო დასკვნების არსებობის შემთხვევაში. პაციენტს დაუნიშნეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თუ ინა ფიზიოლოგიურად არ გახდებოდა მამაკაცი, ის ადრე თუ გვიან თვითმკლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს. საბოლოოდ ოპერაციის ჩატარება გადაწყდა.

როცა ინა პირველად დააწვინეს საოპერაციო მაგიდაზე, ექიმებმა არ მოისურვეს ასეთი ლამაზი სხეულის მოსპობა. კალნბერზს ასისტენტობას უწევდა ეიქმი ლეოპოლდ ოზოლნიში, რომელიც ცნობილი იყო ქალების გულთამპყრობელობით. მას დაევალა დაბნეული ქალისთვის რამოდენიმე სეანსი ჩაეტარებინა და ეცადა როგორმე შეეყვარებინა საკუთარი თავი და სხეული.

ქალთან შეხვედრამდე ექიმმა ოზოლნიშმა არ იცოდა ინას ტრაგიკული ისტორია სასიყვარულო ფრონტზე. ინა პირველი ქალი იყო, რომლის გულის მოგება მან ვერ მოახერხა. შესაძლოა იმიტომ, რომ ინა მართლაც მხოლოდ გარეგნულად იყო ქალი.

პაციენტი სულ უფრო მეტად ვარდებოდა დეპრესიაში, არ რეაგირებდა ექიმების მცდელობაზე აეხსნათ მისი სხეულის სილამაზის შენარჩუნების მნიშვნელობა. როცა ქალმა აბების დაგროვება და დამალვა დაიწყო, კალნბერზი მიხვდა, რომ მოცდა აღარ შეიძლებოდა. ოპერაციის პირველი ეტაპი ჩაატარეს 1970 წლის 17 ნოემბერს. თავდაპირველად ქალის მუცლის წინა კედლის ქსოვილებისგან შექმნეს მამაკაცის სასქესო ორგანო შარდგამომყოფი არხით, შემდეგ ქალის სხეულს მოაცილეს სარძევე ჯირკვლები. ბოლო ეტაპებზე მოხდა საშვილოსნოს და საშოს ექსტირპაცია.

1972 წლის აპრილში, ინამ როგორც იქნა შეძლო მამაკაცის სახელის აღება და კაცური სამოსის მორგება. კალნბერზმა პაცინეტს დაარქვა ფსევდონიმი „ინოკენტი“, ნამდვილი სახელი გასაიდუმლოებული დატოვეს. იმ მომენტიდან პაციენტს მოიხსენიებდნენ როგორც „ინოკენტის“, ან როგორც „პაციენტს“.  კაცად გადაკეთებული ინა ხშირად დადიოდა საავადმყოფოს ავტოფარეხში, ის მეგობრობდა იქაურ ხელოსნებთან, ეწეოდა, სვამდა, იგინებოდა და ტკბებოდა მამაკაცური ცხოვრებით მათთან ერთად. ქალებში მას დიდი წარმატება ჰქონდა და საკმაო კონკურენციას უწევდა ოზოლნიშსაც კი.

ნახევარი წლის შემდეგ „ინოკენტი“ დაქორწინდა. მეუღლესთანაც მშვენივრად ააწყო ურთიერთობა. თუმცა ქალს ეჭვიანობა არ ასვენებდა, რადგან „ინოკენტი“ ზედმეტად კარგი იყო.

 

სექსოლოგების სანახავად გადადით ბმულზე : სექსოლოგი

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა