გაციების სამკურნალო 10 სასმელი


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ხშირად ადამიანები გაციებას და სურდოს მარტივად უყურებენ და ექიმის დანიშნულების გარეშე წყვეტენ რა სახის მედიკამენტი მიიღონ - ეს არასწორია. რაც ყველაზე საგანგაშოა - „თვითდანიშნულებაში“ ყოველთვის ჭარბობს ანტიბიოტიკი, რომელიც არავითარ შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციისა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის დაზუსტების გარეშე არ უნდა მიიღოთ, რადგან მისი ზემოქმედება იმუნურ სისტემაზე მაღალია.

იმისათივს, რომ ანტიბიოტიკების უარყოფითი ზემოქმედება თავიდან აიცილო და სურდოს მოერიო, საჭიროა დროულად შეუტიო მას სხვადასხვა სახის ბუნებივი ნაყენით, რომელთა სარგებელიანობა და უვნებლობა ჯერ კიდევ ჩვენი დიდი ბებიების მიერ არის გამოცდილი. 

წარმოგიდგენ გაციების წინააღმდეგ მოქმედი ბუნებრივი სასმელების ათეულს:

  1. ჩაი თაფლითა და ლიმონით
    თუ გაცივდი, პირველ რიგში მოამზადე საშუალო სიძლიერის შავი ან მწვანე ჩაი, დაუმატე 1 ჩაის კოვზი თაფლი და რამდენიმე ნაჭერი ლიმონი. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ლიმონი და თაფლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაამატოთ მდუღარე მდგომარეობაში, აცადე ჩაის ცოტა გაგრილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიმონიც და თაფლიც დაკარგავენ თავიანთ სასარგებლო თვისებებს.
  2. ჟოლოს ჩაი ცაცხვის ფოთლებით
    ცაცხვის გამხმარი ფოთლებით დააყენე ჩაი, დაამატე ასევე გამომშრალი ჟოლოს მარცვლები და ფოთლები. ნაყენი გააჩერე 30 წუთი. თუ ჟოლოს გამომშრალი მარცვლები არ გაქვს, შეგიძლია გამოიყენო ჟოლოს მურაბა.
  3. ასკილის ჩაი
    არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ასკილი ვიტამინ C-ს იდეალური წყაროა. დასრისე ასკილის გამომშრალი ნაყოფი (3 სუფრის კოვზი), დაასხი 0,5 ლ მდუღარე წყალი და თერმოსში დატოვე მთელი ღამის მანძილზე. დილით გადაწურე და მიიღე ½ ჭიქა დღეში 4-ჯერ, 30 წუთიანი ინტერვალით.
  4. მოცვის ან შტოშის მორსი
    მოცვი და შტოში — უნიკალური ხილია თავიანთი ბაქტერიციდული თვისებებით. მორსის მოსამზადებლად საჭიროა კენკროვანის დაჭყლეტა შაქართან ერთად (3:1-ზე პროპორციით), შემდეგ 2 სუფრის კოვზ მიღებულ მასას დაასხი 0,5 ლ თბილი წყალი და მიირთვი დღეში რამდენიმეჯერ.
  5. ცხელი რძე მინერალური წყლით
    თუ გახველებს, მოამზადე სასმელი ცხელი რძითა და გაზიანი მინერალური წყლით - მაგალითად „ბორჯომით“. ეს სასმელი უზრუნველყოფს სასუნთქი გზების გასუფთავებას სისველისა და ნახველისგან.
  6. ნივრიანი რძე
    ეს უცნაური საშუალება დაგეხმარება ფეხზე დადგე ერთ დღეში. თბილ რძეს დაუმატე 10 წვეთი ნივრის წვენი და დალიეთ ღამით, ძილის წინ.
  7. ხილის კომპოტი
    ყველასათვის კარგად ცნობილი საშუალება, რომელიც ხასიათდება ზოგადგამაჯანსაღებელი და სასუნთქი გზების დამამშვიდებელი თვისებებით. თუმცა, გაითვალისწინე, რომ გაციებისთვის უკეთესია ნაყენი მოამზადო არა ცოცხალი ხილით, არამედ ჩირით. სხვადასხვა ხილის ჩირი დაჭერი, კარგად გარეცხე თბილი წყლით, ადუღებულ წყალში ჩაყარე ჯერ ვაშლის, შემდეგ მსხლის ჩირი რამოდენიმე წუთიანი შუალედით და ხარშე 30 წუთის მანძილზე. შეგიძლია დაამატო შაქარი (3 ჩ/ჭ 1 ლიტრ წყალზე). 30 წუთის შემდეგ დაამატე გარგარის, ბოლოს კი შავი ქლიავის ჩირი და კიდევ 5 წუთი ადუღე. ნახარშს ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ ჩაყარე ქიშმიში და  ჭერამის ჩირი. მზა კომპოტში შეგიძლია დაამატო ლიმონის ან ფორთოხლის წვენი და თაფლი.
  8. ჯინჯერის ჩაი ლიმონით
    ეს ნაყენი დაგეხმარებათ შემოდგომის ცივ დღებში, გაგიძლიერებს იმუნიტეტს და აგიმაღლებს შრომისუნარიანობას. 1 ჭიქა ცხელი წყალი და 1 სუფრის კოვზი თაფლი აურიე, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 0,5 ჩაის ჭიქა ჯინჯერის ფესვები და ცოტაოდენი დარიჩინი. ასევე ნაყენს შეგიძლია დაამატო ცოტაოდენი პიტნის ფოთლები.
  9. გლინტვეინი
    შესანიშნავი საშუალება გაციების წინააღმდეგ და უბრალოდ გემრიელი, სასარგებლო, გამათბობელი სასმელი! სხვადასხვა ხილი დაჭერი, დაამატე 100 მლ წყალი, მიიყვანე ადუღებამდე, გადმოდგი ცეცხლიდან და გააჩერე 10 წუთი. გადაწურე. ფორთოხალი დაჭერი კანიანად. ნახარშს დაამატე ღვინო, შაქარი და ფორთოხლის ნაჭრები. ნაზავი ისევ შემოდგი ცეცხლზე და მიიყვანე ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღო! შეგიძლია დაამატო თაფლი, ვაშლი, ქიშმიში. მიირთვი ცხელ მდგომარეობაში. უმჯობესია მიირთვა ღამით, ეგრევე დაწვე და ფეხები დაითბუნო.
  10. გვირილის ჩაი
    გვირილა — მსუბუქი, ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ცაცხვთან და თაფლთან კომბინაციაში მომზადებული მისი ნაყენი სურდოს ადვილად ამარცხებს.ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდება: 1 ჩაის კოვზი გვირილა და ამდენივე ცაცხვი. დაასხი 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშე 20 წუთის მაძლზე, შემდეგ გადაწურე. მიიღე 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. შეგიძლია დაუმატოთ თაფლიც.

იმედია ამ ცხელ დღეებში არ გაცივდები 
და თუ კი მაინც მოახერხე ჩემს რჩევებს გაითვალისწინებ

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა