ფილტვის ინფარქტი - როგორ მოვახდინოთ საშიში დაავადების დიაგნოსტირება?


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ფილტვის ინფარქტი - როგორ მოვახდინოთ საშიში დაავადების დიაგნოსტირება?

ინფარქტის ასოცირება მიღებულია გულის დაავადებასთან, თუმცა, ეს მთლად ასე არ არის. სამედიცინო ტერმინილოგიაში სიტყვა «ინფარქტი» აღნიშნავს ორგანოს ქსოვილის კვდომას, რაც გამოწვეულია მისი სისხლით არასათანადოდ მომარაგებით და სავალდებულო არ არის, რომ ეს ორგანო მაინცადამაინც გული იყოს. მაგალითად, ძალიან საშიშია ფილტვის ინფარქტი.

რა არის ეს და როგორ უნდა მოვახერხოთ ამ საშიში დაავადების დროულად დიაგნოსტირება?

 

რა იწვევს ფილტვის ინფარქტს?

ფილტვის ინფარქტში ექიმები გულისხმობენ დაავადებას, რომლის პროვოცირება მოხდა ვენოზური სისხლის შედედებით, რაც გამოწვეულია თრომბოზის ან ემბოლიის მიზეზით (სისხლძარღვების გაჭედვა მასში არატიპიური ნაწილაკების არსებობის გამო). ქსოვილების ნაწილობრივი კვდომა ადვილად ხდება 24 საათში მას შემდეგ, რაც სისხლძარღვი გაიჭედება. ინფარქტის შემდგომ ყველაზე გავრცელებული გართულება არის პნევმონია და პლევრიტი.

ფილტვის ინფარქტის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

1. ვენებში თრომბების არსებობა.

2. შესიება ან შეშუპება, რაც აწვება სისხლძარღვებს.

3. ქირურგიული ოპერაციები.

4. მილაკოვანი გრძელი ძვლების მოტეხილობა.

5. ისეთი მედიკამენტების მიღება, რომლებიც ზრდიან სისხლის მიმოქცევის სიჩქარეს.

6. გულის უკმარისობა.

 

დაავადების დროული დიაგნოსტიკა


დაავადებამ მწვავე გართულებები არ გამოიწვიოს, საჭიროა მოხდეს მისი დროული დიაგნოსტირება. ამისათვის აუცილებელია ფილტვის ინფარქტის ძირითადი სიმპტომების ცოდნა. თუ ფილტვი უმნიშვნელოდ არის დაზიანებული, ადამიანი ვერ შამჩნევს დაავადებას. მაგრამ თუკი ფილტვის ქსოვილი საკმაოდ დაზიანებულია, ავადმყოფმა შესაძლოა დაავადება ამოიცნოს შემდეგი სიმპტომებით:
 

1. ხუთვა, რომელიც უცებ ჩნდება და სწრაფად ვითარდება.

2. ძლიერი ტკივილი გულის არესა და გვერდში.

3. დაბალი არტერიული წნევა.

4. გახშირებული გულისცემა, სუსტი პულსი.

5. მშრალი ხველა, რომელიც დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდება ნახველიან და სისხლიან ხველაში, რაც გამოწვეულია ფილტვის ინფარქტის გამო მასში მიმდინარე სისხლდენით.

6. კანის ნაცრისფერი შეფერილობა.


თუ აღინიშნება ასეთი სიმპტომატიკა, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. სწორედ სპეციალისტი შეძლებს გარკვეული სადიაგნოსტიკო პროცედურების გამოყენებით დაადგინოს ადგილი აქვს ფილტვის ინფარქტს, თუ პნევმონიას და დანიშნოს საჭირო მკურნალობა. დიაგნოსტიკის მთავარი მეთოდია კონტრასტული ნივთიერების ფონზე ჩატარებული რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
ფილტვის ინფარქტის გამოვლენა შესაძლოა ასევე გულზე ელექტროკარდიოგრაფიის ან ულტრა-ბგერითი გამოკვლევის ჩატარებით მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის სიმპტომების არსებობისას.

 

ფილტვის ინფარქტის შედეგები


რაც უფრო ადრე დაიწყება დაავადების მკურნალობა, მით უკეთსი, რადგან მკურნალობის ხანგრძლივობა და ეფექტურობა დამოკიდებულია ფილტვის ქსოვილის დაზიანების სირთულესა და სიდიდეზე. მკურნალობა ტარდება სტაციონარში, სამედიცინო პერსონალის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

ფილტვის ინფარქტის შდეგები შესაძლოა ძალიან სავალალო იყოს და სიკვდილითაც კი დასრულდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი სისხლძარღვია გაჭედილი: თუ ეს ფილტვის არტერიაა, სიკდვილი მომენტალურად დადგება. დაავადების ყველაზე საშიში გართულებაა პნევმონია და პლევრიტი.

რაც უფრო მალე მოხდება დაავადების აღმოჩენა და ექიმისთვის მიმართვა, მით უფრო მაღალია პაციენტის სიცოცხლის დაცვისა და სწრაფი გამოჯანმრთელების შანსი.

თუ გაწუხებთ ვენების ვარიკოზული გაგანიერება და თრომბოზისკენ მიდრეკილება, აუცილებელია ყურადღება გამოიჩინოთ პრობლემის მიმართ. თუ ფილტვის ინფარქტმა არ გამოიწვია მომენტალური ლეტალური შედეგი, ის ექვემდებარება მკურნალობას, მთავარია არ დაიკარგოს ძვირფასი და მნიშვნელოვანი დრო.