ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ახალგორის დეფაქტო სასამართლომ საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს, ექიმ ვაჟაგაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
9 და 11 ნოემბერს ახმაჯისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე დეფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. სოფელ კოდისწყაროსმკვიდრები, რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი და გრემისხევის მკვიდრი დავითმიშელაშვილი ე.წ. სასამართლომ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.
ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მან დეფაქტო საზღვარი შეგნებულად გადაკვეთა.