ემოციური ნაგავი, ანუ რით იწყება ჯანმრთელობა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

გამოჯანმრთელებისკენ გადადმული პირველი ნაბიჯი არის ორგანიზმის ემოციურად გასუფთავება.

 

ნაგავი – ადამიანის საქმიანობის ნარჩენებია, რაც ადვილად ექვემდებარება ლპობის პროცესს, აბინძურებს გარემოს, წყალს და ა.შ.

 

ემოციური ნაგავი — ეს არის ნეგატიური განცდები, რომლებიც საქმიანობის შემდეგ ან ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ გვრჩება. ბრაზი, წყენა, შიში, შეცოდება, დანაშაულის გრძნობა - ძალიან ხშირად, ეს ნეგატიური განცდები წლების მანძილზე ჩვენში რჩება. რატომ? იმიტომ, რომ,დ როცა ისინი დაგროვდება, გვანგრევს არამარტო ფსიქოლგოიურად, არამედ ფიზიკურადაც, რის გამოც გვტკივდება სხეულის სხვადასხვა ორგანო. სტატიაში საუბარია სწორედ ამ საკთხზე და იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ნეგატიური ემოციები არ დაგვიგროვდეს.

 

საზოგადოების მორალი გვეუბნება, რომ გაბრაზება და წყენა - ცუდია. დიახ, ამ გრძნობებმა შესაძლოა ადამიანს ავნოს. მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ ისინი ჩნდება?

 

ემოციები - პოზიტიურიც და ნეგატიურიც, ჩვენ თანდაყოლილი გვაქვს. ეს არის ჩვენი ბუნებრივი რეაქცია მოვლენებზე, რომლებიც ჩვენს გარშემო ხდება. თქვენ ბრაზდებით თუ ვინმე გაგაბრაზებთ, ღიზიანდებით, თუ თქვენს საზღვრებს არღვევენ - ეს ნორმალური, ჯანსაღი რეაქციაა.

 

მაგალითად, გოგონას ეუბნებიან რომელი კაბა უნდა ჩაიცვას, მას კი სხვა კაბის ჩაცმა სურს. ან ბიჭს ეუბნებიან, რომ ახლა სულ სხვა რამ უნდა გააკეთოს, ვიდრე გეგმაში ჰქონდა. ამ შემთხვევებში ბავშვებს უჩნდებათ ბრაზი და გაღიზიანება. ზოგიერთი მათგანი ემოციურ რეაგირებას ახდენს, ზოგიერთი გაჩუმდება და ისე მოიქცევა, როგორც მშობლები ეტყვიან, თან ამ დროს ნეგატიური ემოციის მოთოკვასაც მოახერხებს.

 

დავთრგუნავთ თუ გავანეიტრალებთ - მნიშვნელობა არ აქვს, ნეგატიური ემოციები მაინც ჩვენთან რჩებიან, და არამარტო ფსიქიკაში, სხეულშიც. მათი ქრონიკული დაგროვება იწვევს სხვადასხვა დაავადების განვითარებას, რომლებმაც მიიღეს სახელწოდება - ფსიქოსომატური. მათ რიცხვს მიეკუთვნება შაკიკი, ბრონქიალური ასთმა, ინფარქტი, სიმსუქნე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, შაქრიანი დიაბეტი, სექსუალური აშლილობა, ონკოლოგიური დაავადებები, ალერგია, ნეიროდერმიტი და სხვა. პროგრესული მედიკოსები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თითქმის ყველა დაავადება უნდა განიხილებოდეს, როგორც გარკვეულწილად ფსიქოსომატური, რამდენადაც ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედებენ ფსიქიკური ფაქტორები.
 

ადამიანისთვის მავნებელია არა თავად ნეგატიური განცდები (გაიხსენეთ, რომ ეს ნორმალური რეაქციებია), არამედ:

 

 

 

 

ეს ყველაფერი ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას.

 

ამბობენ, რომ „სტაროვერები“ დიდხანს ცხოვრობენ. როცა ისინი ავად ხდებიან, იქცევიან შემდეგნაირად: ჯერ თავიანთ ნეგატიურ განცდებს იხსენებენ და მათ გადამუშავებას იწყებენ, ხოლო შემდეგ შიმშილით ახდენენ ორგანიზმის გაწმენდას. მკურნალობას ამ პროცედურის გავლის შემდეგ მიმართავენ - სვამენ ბალახეულის ნახარშს და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ეს არის ორგანიზმის ემოციური გასუფთავება.


დაიმახსოვრეთ:
 

1. ნეგატიური განცდების გაჩენა — ნორმალურია.

 

2. თუ თქვენ მუდმივად გიჩნდებათ ნეგატიური განცდები, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გადახედოთ საკუთარ შეხედულებას იმაზე, თუ რა იწვევს ამ განცდებს თქვენში.

 

3. ცუდია ნეგატიური განცდების დათრგუნვა ან განეიტრალება. ისინი ფსიქიკაში რჩებიან.

 

4. მათი შენახვაენერგოდანახარჯიანი პროცესია. ტყუილად არ ხდება, როცა ფსიქოლოგიური კონფლიქტების შემუშავების შემდეგ ადამიანი თავისუფლდება ენერგიისგან, რომელიც იხარჯებოდა ნეგატიური ემოციების შენახვაზე და გრძნობს სიმსუბუქეს, რაიმეს კეთების სურვილს.

 

5. ნეგატიური განცდების დაგროვება არის დაავადებების გაჩნისა და განვითარების საფუძველი.

 

ემოციური ჰიგიენის წესები მარტივია: ისინი არ უნდა დააგროვოთ და მათგან უნდა გაწმინდოთ ორგანიზმი.

 

1. ნეგატიური განცდების გაჩენის დროს მნიშვნელოვანია ისწავლოთ მათი გაცნობიერება და მათგან გათავისუფლება სოციალურად მისაღები ფორმით. 

 

2. განცდები, რომლებსაც ვერ უმკლავდებით, ძველი კონფლიქტებია, საჭიროა მათი დამუშავება სპეციალისტთან — ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან.

 

3. ასწავლეთ ბავშვებს ემოციური ჰიგიენის წესები.