დიუკანის დიეტა - სენსაციური გახდომა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

დიუკანის ცილოვანი დიეტა — გახდომის ერთ-ერთი პოპულარული სისტემაა დღისათვის. სხეულის იდეალური ფორმის მისაღებად მას ირჩევენ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, ცნობილი მსახიოებები და უბრალო დიასახლისები.

 

დიუკანის დიეტის არსი

 

ექიმი-დიეტოლოგი პიერ დიუკანის (Pierre Dukan) სახელი მშობლიური საფრანგეთის საზღვრებს იქეთაც კარგად არის ცნობილი. მის კლიენტებს შორის არიან - ჯენიფერ ლოპესი, პენელოპა კრუსი, ჟიზელ ბუნდჰენი და სხვა «ვარსკვლავები». 15 მლნ-ზე მეტი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გათავისუფლდა ჭარბი წონისგან სწორედ დიუკანის დიეტის დახმარებით. მისი წიგნი-ბესტსელერი «მე შემიძლია გახდომა», რომელიც გამოიცა 2000 წელს, გაყიდვების მიხედვით საფრანგეთში ადგილს მხოლოდ «ჰარი პოტერს» უთმობს.

პროფესიით ნევროლოგი დიუკანი, კვების საკითხებით დაკავდა მაშინ, როცა მის ერთ-ერთ ნაცნობს სიმსუქნესთან ბრძოლა დასჭირდა. სპეციალურად შემუშავებულმა რაციონმა შესამჩნევი შედეგი აჩვენა: სულ რაღაც 5 დღეში, როცა ადამიანი იკვებება მხოლოდ ცილოვანი საკვებითა და წყლით, მას შეუძლია დაიკლოს 2 კგ, ხოლო მომდევნო 3 დღეში კიდევ 1,5 კგ. სწორედ ამ შემთხვევამ ჩაუყარა საფუძველი დიუკანის როგორც დიეტოლოგის კარიერას. მომდევნო 30 წლიანმა პრაქტიკამ მხოლოდ დაადასტურა, რომ მის მიერ შემუშავებული კვების სისტემა ეფექტურია.

რაში მდგომარეობს დიუკანის დიეტის არსი? პირველ რიგში ეს არის არამარტო გახდომა, არამედ წონის სამომავლოდ შენარჩუნება, რაც სხვა დიეტების ნაკლია, რადგან როგორცავე ადამიანი ოდნავ მეტ საკვებს მიიღებს დიეტაზე ყოფნის შემდეგ, ფაქტიურად ორმაგად იწყებს წონაში მომატებას.

ნაკლები ნახშირწყლების და უფრო მეტი ცილების შემცველი დიუკანის დიეტა არ ზღუდავს დღის მანძილზე მისაღები საკვების რაოდენობას - სწორედ ამიტომ, ამ დიეტის დაცვისას თქვენ არ დაგტანჯავთ შიმშილის ან დანაშაულის გრძნობა ყოველი შეჭმული ლუკმის გამო. თუმცა, მენიუს გადახედვა და მასში ცილოვანი საკვების დამატება ნამდვილად მოგიწევთ, რომელთაგან სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ მოამზადოთ მსუყე და გემრიელი კერძები.


დიუკანის დიეტის ეტაპები: 4 ნაბიჯი იდეალურ სილუეტამდე

 

თავის მეთოდიკაში პიერ დიუკანი გვთავაზობს ოთხ თანმდევ ეტაპს (ფაზას), თითოეულ მათგანს აქვს გარკვეული თავისებურებები. პირველი ორი ფაზა ადამიანს ეხმარება გახდომასა და ნორმალური წონის დაბრუნებაში, მესამე და მეოთე ფაზები ეხმარებიან შეინარჩუნოს მიღებული ეფექტი.
 

დიუკანის დიეტისთვის საჭირო ძირითადი პროდუქტები:
 

საკვების ჩამონათვალი მოიცავს 72 პროდუქტს, რომელთაგან შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი კერძი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სანელებლები და მწვანილი, მარილი და მდოგვი ზომიერი რაოდენობით. სხვა საკვების მიღება არ შეიძლება. ყოველდღიურად უნდა მიიღოთ 1,5 ლ სითხე (წყალი, ჩაი, ყავა).


პირველი ეტაპი (ფაზა) — «შეტევა»

 

ჭარბ წონასთან ბრძოლა იწყება «თავდასხმით». ამ ეტაპზე საჭიროა ცილებით მდიდარი პროდუქტის მიღება, რადგან მათ აქვთ რთული სტრუქტურა და მათი გადამუშავებისთვის ორგანიზმი გაცილებით მეტ ძალას და კალორიას ხარჯავს, ვიდრე ეს პროდუქტები შეიცავენ.

 

დღიური მიახლოებითი მენიუ «შეტევისთვის»:

 

ამ პერიოდში ხდება 1,5-დან 4 კგ-მდე წონის დაკლება.


მეორე ფაზა — «კრუიზი»

 

ამ ფაზაში (რომელსაც ხშირად ეძახიან «მონაცვლეობის ეტაპს») პროტეინების (ცილების) შემცველ 72 პროდუქტს ემატება 28 ტიპის ბოსტნეული — საბოლოო ჯამში შესაძლებლობა გაქვთ გქონდეთ 100 სხვადასხვა ტიპის პროდუქტისგან შემდგარი მენიუ.

დაშვებულია კიტრის, პომიდორის და ნებისმიერი დაბალკალორიული ბოსტნეულის მიღება ნედლი, მოხარშული ან გამომცხვარი ფორმით. ასევე აუცილებელია სუფრაზე იქონიოთ ქატო. გამორიცხეთ ფაფეული, ასევე ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, მაგალითად: კარტოფილი, სიმინდი, ბარდა.

შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი ტიპის კერძი, არ შეზღუდოთ საკუთარი თავი საკვების მიღების რაოდენობასა და სიხშირეში - ერთგვარი შვედური მაგიდა შეგიძლიათ იქონიოთ. ერთადერთი პირობაა - ჩაანაცვლოთ ცილები და ბოსტნეული ყოველ 3-5 დღში.

წონის დაკლება მეორე ეტაპზე ხდება კვირაში 1 კგ-ით.


მესამე ფაზა — «კონსოლიდაცია»

 

ფაზიდან «კონსოლიდაცია» (რომელსაც ზოგჯერ ეძახიან - «დაფიქსირებას») იწყება ეტაპობრივად იმ რაციონზე დაბრუნება, რაც გქონდათ დიეტამდე. 100 პროდუქტს ემატება პური, მაკარონი, კარტოფილი, ბრინჯი, მცენარეული ზეთი, ხილი (ყურძნისა და ბანანის გარდა), ტკბილეული. აუცილებელია ყოველდღიურად მიიღოთ 2-3 ს/კ შვრიის ფანტელი და 3 ჩ/კ თაფლი. კვირაში ერთი დღე კი სრულად უნდა დაუთმოთ ცილოვან საკვებს.


დღის მიახლოებითი მენიუ:

 

ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კგ-ის დაკლება შეძელით მანამდე: თუ 5 კგ დაიკელით, მაშინ ფაზა უნდა გაგრძელდეს 50 დღე, თუ 10 კგ, მაშინ 100 დღე. გარდა ამისა, ყოველ მეათე დღეს დამატებით 1 კგ-ს დაიკლებთ.


მეოთხე ფაზა — «სტაბილიზაცია»

 

დიუკანის დიეტის დამამთავრებელი სტადია მოიცავს პირველ ფაზაში დაშვებულ პროდუქტებსაც. როგორც ექიმ დიუკანის პრაქტიკა აჩვენებს, კომპლექსური გეგმა უზრუნველყოფს არამარტო ჭარბი წონისგან გათავისუფლებას, არამედ ხელს უწყობს კარგი ფორმის შენარჩუნებასაც, ოღონდ იმ პირობით, თუ თქვენ დაიცავთ სწორი კვების რეჟიმს და აქტიური ცხოვრებით იცხოვრებთ.

ეს ფაზა შედგება სამი ნაბიჯისგან:

 

 

დღის მიახლოებითი მენიუ:

 

 

აშლილობა დიუკანის დიეტის დროს

 

მიუხედავად იმისა, რომ დიუკანის დიეტა საშუალებას იძლევა, რომ ადამიანმა მაქსიმალურად მრავალფეროვანი მენიუ იქონიოს, ზოგიერთი ქალბატონი ვერ იცავს მას და არღვევს პროგრამას. ყველაზე მეტად ეს იმის გამო ხდება, რომ რთულია დანიშნულების დაცვა, ან შიმშილი თავს იჩენს ისეთ დროს, როცა არ არის დიეტის შესაბამისი საკვების მოსამზადების საშუალება.


რა უნდა ქნათ, თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით?

 

დიუკანის დიეტის ერთ-ერთი დადებითი თვისება არის ის, რომ მისი დაცვისას საკვების მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს! ასე რომ, მარტივად შეძლებთ მრავალფეროვანი კერძების მომზადებას იმ პროდუქტების კომბინაციით, რომლებიც ნებადართულია დიეტის დაცვის პერიოდში.  


დიუკანის დიეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

დადებითი მხარეები:

 

 

უარყოფით მხარეები:

 

 

დიუკანის დიეტა: ლამაზი სხეულის ქონა მარტივია!

 

დიუკანის დიეტის შედეგებით კმაყოფილები არიან მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობა, რომლებმაც გამაღიზიანებელი შიმშილის გარეშე შეძლეს ჭარბი წონისგან გათავისუფლება. რა თქმა უნდა დამატებითი ძალების ჩადება ყველას დასჭირდება — რადგან ჯადოქრობა არავის შეუძლია. თუ გსურთ ლამაზი სხეული გქონდეთ, შესაძლოა ღირდეს ენდოთ დიუკანის დიეტასთან დაკავშირებით არსებულ მრავალრიცხოვან გამოხმაურებებს! ამ დიეტას დადებითად აფასებენ არამარტო ქალბატონები, არამედ დიეტოლოგებიც, რომლებიც ხშირად რეკომენდაციას უწევენ აღნიშნულ დიეტას თავის პაციენტებში.

 

შეუერთდით ლამაზი სხეულის მქონე ქალბატონებს!