დიაბეტს ამ საშუალების ეშინია! ის კურნავს პოდაგრასაც
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
იაფი, ხელმისაწვდომი საშუალება, რომელიც სრულად გაგათავისუფლებთ ბევრი პრობლემისგან...
დიახ, ეს ჩვეულებრივი ლობიოა, რომელიც სხვადასხვა დაავადებას კურნავს!
ლობიო — ეს არის ერთწლოვანი ბოსტნეული მცენარე, რომელიც მიეკუთვნება მარცვლოვან კულტურებს.
ლობიოს მარცვლები გამოიყენება სხვადასხვა სახის კერძის მოსამზადებლად. ის შეიცავს მაღალკალორიულ საკვებ ნივთიერებებს: ცილებს, მინერალურ მარილებს, ამინომჟავებს, ორგანულ მჟავებს.
მის შემადგენლობაში ასევე შედის შემდეგი სახის ვიტამინები: ასკორბინის მჟავა, ტიამინი, პროვიტამინი L (კაროტინი), ნიკოტინის და პანტოტენის მჟავები, სიტოსტერინი, სტიგმასტერინი, ფლავონოიდები, ლეიკოანტოციანები.
კონსერვაციისას ლობიოში შემავალი ნივთიერებების აქტივობა და რაოდენობა იკლებს, იზრდება მხოლოდ ნიკოტინის მჟავის შემცველობა.
თუთიისა და სპილენძის შემცველობით ლობიო ბევრ ბოსტნეულს ჯობნის.
ცილები, რომლებიც ლობიოს შემცველობაშია, ძალიან ახლოს დგას ცხოველურ ცილებთან, ამიტომ ორგანიზმის მიერ მათი შეთვისება კარგად ხდება.
სამკურნალო კუთხით ლობიო გამოიყენება:
ლობიო გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას, შაქრიანი დიაბეტისას, განსაკუთრებით მოხუცებში, რევმატიზმისას, თირკმელების დაავადებებისას, კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემებისას და სხვა.
დიეტური კვება ლობიოს ჩართვით გამოიყენება თირკმელების და შარდის ბუშტის ანთებითი დაავადებებისას, ასევე შარდკენჭოვანი დაავადებისას.
სასარგებლოა ასევე ლობიოს გამოყენება შაქრიანი დიაბეტის, ქრონიკული რევმატული ართრიტისა და პოდაგრას დროს. ლობიოს პარკი მდიდარია არგინინით, რომელიც ავლენს ინსულინისმაგვარ ეფექტს ნივთიერებათა ცვლის პროცესში დიაბეტით დაავადებულებში.
ლობიოს პარკის ნახარში გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მსუბუქი და საშუალო ფორმების დროს. ლობიოსგან მომზადებული კერძები (განსაკუთრებით პიურეს ფორმით) სასარგებლოა ათეროსკლეროზის, გულის რითმის დარღვევის და გასტრიტის დროს. ლობიოს აქვს ასევე გამწმენდი თვისება, ხსნის და ახდენს შარდის გამოყოფას. ლობიოს მონელება ხანგრძლივი პროცესია, განსაკუთრებით თეთრი ლობიოს, რომელიც ორგანიზმში ქმნის სქელ მასას;
ლობიოს აქვს დამამშვიდებელი თვისება, რის გამოც ის დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე.
ასევე კარგია ლობიო კბილებისთვის, ტუბერკულოზისას. ლობიოს პარკში შემავალი ექსტრაქტის წყალობით შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებში იწვევს სისხლში შაქრის დონის შემცირებას. ნახარში დღეში 3-ჯერ, 10-15 წვეთი უნდა მიიღოთ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი სასარგებლოა, როცა შაქრიანი დიაბეტის მსუბუქი ფორმა არსებობს. ლობიოს პარალელურად საჭიროა დიაბეტით დაავადებულებისთვის განკუთვნილი დიეტის დაცვა და ექიმის კონსულტაცია-კონტროლი.
ლობიოს ნახარში ასევე რეკომენდირებულია გულის უკმარისობის დროს.
ლობიოს აქვს ანტიმიკრობული თვისება, ასევე სასარგებლოა ჰიპერტონიის, ქრონიკული რევმატიზმის, თირკმელების დაავადებების, შარდის ბუშტის დაავადებების, კენჭების არსებობის დროს. ის ასევე გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადებებისას, გასტრიტისას კუჭის ჯირკვლების დაბალი სეკრეციის დროს, ღვიძლის გაცხიმოვნებისას. ლობიოს ასევე აქვს კარგი კოსმეტიკური თვისებები. დაჭყლეტილი ლობიოს მარცვლებს ურევენ ზეითუნის ზეთს და ლიმონის წვენს, მიღებულ მასას აქვს გამაახალგაზრდავებელი თვისება, კვებავს კანს აუცილებელი ელემენტებით და ხელს უწყობს ნაოჭების გაქრობას.
გაფრთხილება: როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ლობიოს სამკურნალოდ გამოყენება არის დამატებითი საშუალება იმის ფონზე, თუ რა დიაგნოზი და რეკომენდაციებია დასმული ექიმების მიერ. ცალკე აღებული და მხოლოდ ლობიოს გამოყენებით, მით უმეტეს თვითნებურად, მკურნალობის დაწყება ნამდვილად არ იქნება არც შედეგის მომტანი და არც გონივრული.
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე: 1000+ კლინიკა
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი