დედას ბოლო დღეები
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
"1990-ის პირველ მაისს დედაჩემი 78 წლის შესრულდა. არავითარ კოსმეტიკას არ ხმარობდა და მაინც ხანი არ ეტყობოდა. არც თმას იღებავდა, რომელიც ოდნავ ჰქონდა შევერცხლილი, მამა მაშინ 84 წლის იყო, დიაბეტი აწუხებდა და სიარულიც უჭირდა. ამიტომაც მის მდგომარეობას განვიცდიდი, თორემ დედას თუ რაიმე ემუქრებოდა, ვერც წარმოვიდგენდი. არადა, სწორედ ის აღმოჩნდა პირველი უახლოესი ადამიანი, რომელიც დავკარგე.
ერთ დღეს მას თირკმელებმა უმტყუნა. მე-4 სამმართველოს ვაკის საავადმყოფოში ჰაპიტოლი გამოუწერეს, თან ისიც მითხრეს, ჩვენ არა გვაქვს, „ჩაშკასთან“ უნდა იშოვოთო. „ჩაშკა“ იქვე ახლომახლო ცხოვრობდა და შევიძინე წამალი, რომელიც, ყველამ ვიცოდით, დედაჩემს ვერ უშველიდა.
მამას ლიმფომა დაუდგინეს და ქიმიოთერაპია დაუნიშნეს, რომელზეც მე კატეგორიული უარი ვთქვი, და ახლაც მიმაჩნია, რომ, მისი ასაკის გათვალისწინებით, სწორად მოვიქეცი. მან კიდევ ოთხი წელი იცოცხლა, არ გაწვალებულა და არც გაუგია, რა სენი ბუდობდა მის სხეულში.
მამა და დედა ერთ პალატაში იწვნენ. დედას თანდათან თვალები უქრებოდა და ვეღარ ვხვდებოდი, მიყურებდა თუ არა. ერთხელ მოვინდომე ხელისგულებით მისთვის energy healing-ის სეანსი ჩამეტარებინა და, რომ მეგონა ვერ ხედავს, გარკვევით ჩაილაპარაკა, – გელა კაშპიროვსკიაო. ბოლო ღამეს მასთან მერაბი დარჩა. დედა გათენებისას გარდაიცვალა. მერაბმა მამა არ გააღვიძა. როცა დილით კანდიდმა დაინახა, რომ თამარი მის გვერდით ლოგინში აღარ იწვა, მან არაადამიანურად დაიღრიალა და მერაბი საშინელი სიტყვებით გალანძღა, – როგორ არ გამაღვიძეო.
მოგვიანებით მერაბმა მითხრა, რა სთხოვა დედამ სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე. აუცილებლად გამკვეთონ, დარწმუნდნენ, რომ მკვდარი ვარო. ის ექიმი იყო და გაკვეთის არ ეშინოდა, არც სიკვდილის ეშინოდა, რადგან ადამიანი ვერ წარმოიდგენს საკუთარ სიკვდილს. მას, როგორც ყველა სხვას, ეშინოდა მიწისქვეშ დახუთულ სიბნელეში გაღვიძების." - გელა ჩარკვიანი.
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა