დაზიანებული პერიფერიული ნერვების ქირურგიული მკურნალობა
„ავერსის კლინიკაში“ შესაძლებელია დაზიანებული პერიფერიული ნერვების ქირურგიული მკურნალობა.
ოპერაციამდე პაციენტი:
- ვერ ახერხებს მტევნისა და თითების გაშლას
- მგრძნობელობა გამოვარდნილია პირველი, მეორე, მესამე თითების უკანა ზედაპირზე
- მტევნის ფუნქცია მკვეთრად დაქვეითებულია
ხოლო ოპერაციის შემდგომ პაციენტს აღუდგება:
- მოძრაობები
- მგრძნობელობა
- და სრულად უბრუნდება მტევნის ფუნქცია
აღნიშნულ ოპერაციებს „ავერსის კლინიკის“ პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში - თეიმურაზ გურჯიძე ატარებს.
ავერსის კლინიკა ერთ-ერთი წამყვანი მრავალპროფილური სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, მან ფუნქციონირება 2007 წლიდან დაიწყო, დღეისათვის კი 12 ფილიალს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. კლინიკას ყოველდღიურად საშუალოდ 1500 ადამიანი მიმართავს.