დამტკიცებულია: კატები ჩვენი მკურნალები არიან!

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ კატები და, ზოგადად, მათი კნავილი დადებით გავლენას ახდენს ადამიანებზე. ისინი ამშვიდებენ ნერვებს, ხელს უწყობენ წნევის ნორმალიზებას, აჩქარებენ სხვადასხვა სახის დაზიანებების შეხორცებასა და ასევე ხსნიან სტრესს.

ბოლო პერიოდში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადგინეს, რომ: კატები 150 ჰც-მდე სიხშირით კნავიან. ხმის ტალღების მოქმედება ასეთ სიხშირეზე კი დადებით გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის რეგენერაციულ ფუნქციებზე. ეს ნიშნავს, რომ კატებს რეალურად შეუძლიათ დააჩქარონ კუნთებისა და ძვლების შეხორცების პროცესი ადამიანებში.

კატები სუნთქვისა და ქოშინის პრობლემასაც აგვარებენ! კვლევებმა დაადასტურეს, რომ შინაური კატების მფლობელებს ნაკლებად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის პრობლემები. ვოლგოგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა ერთი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი. დასაწყისში მოხალისეებს წნევა და პულსი გაუზომეს და კარდიოგრამა გადაუღეს. შემდეგ მათ 10 წუთის განმავლობაში კატის კნავილს ასმენინებდნენ. პარალელურად, მოხალისეებს კატების ფოტოებსაც აჩვენებდნენ. ამის შემდეგ თავიდან ჩაატარეს ანალიზები.

მეცნიერთა მტკიცებით, კარდიოგრამა თვალსადახელსშუა შეიცვალა. თავდაპირველად, მოხალისეებს მაღალი წნევა და გაძლიერებული გულისცემა ჰქონდათ, ექსპერიმენტის ბოლოს კი ეს მონაცემები ნორმალურ მაჩვენებლამდე ჩამოვიდა.

ესეც სახალისო ვიდეო განწყობისთვის

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე  : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა