დაიცავი თავი ინფექციებისგან


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ბაქტერიები დედამიწაზე ყველგან არსებობს — მიწაში, მჟავე ცხელ წყაროებში, რადიოაქტიურ ნარჩენებში, ზღვის წყალში და დედამიწის წიაღში. ჩვეულებრივ, ნიადაგის ყოველი გრამი 40 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავს, მტკნარი წყლის ყოველი მილილიტრი — მილიონს. ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნივთიერებათა ცვლაში დედამიწაზე. ატმოსფერული ჰაერის აზოტის ფიქსაცია, მაგალითად, მთლიანად ბაქტერიებზეა დამოკიდებული. მრეწველობაში ბაქტერიები გამოიყენება ისეთ პროცესებში, როგორიცაა საკანალიზაციო წყლების გაწმენდა, ყველის და სხვა რძის პროდუქტების წარმოება.

 

ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა ადამიანის სხეულში 10–ჯერ აღემატება საკუთრივ ადამიანის უჯრედების რაოდენობას. განსაკუთრებით ბევრია ბაქტერიები კანზე და კუჭ–ნაწლავში. ამ ბაქტერიების დიდი უმრავლესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა, ზოგიერთი იმუნური სისტემისთვის სასარგებლოც კია, თუმცა არსებობს პათოგენური ბაქტერიებიც, რომლებიც იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ქოლერა, სიფილისი, კეთრი, შავი ჭირი, ციმბირული წყლული. ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე რესპორატორულ ბაქტერიულ დაავადებებს მიაქვს. მარტო ტუბერკულოზით ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი იღუპება. ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ ანტიბიოტიკები გამოიყენება, თუმცა მათი ფართო გამოყენების შედეგად ბაქტერიები ანტიბიოტიკებისადმი მდგრადები ხდებიან და მათთან ბრძოლისათვის მუდმივად ახალი ანტიბიოტიკების მოძიებაა საჭირო. ბაქტერიების ბუნებრივი ანტაგონისტებია ბაქტერიული ვირუსები ანუ ბაქტერიოფაგები. 100-მდე ბაქტერიულ გვარს გააჩნია თავისი სპეციფიური ბაქტერიოფაგი.

 

მავნე ბაქტერიებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა - ჰიგიენა!

შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის მხრიდან ჰიგიენის ნორმების დაცვას. განსაკუთრებული ყურადღბის გამოჩენა საჭიროა ინტიმური ადგილების ჰიგიენის კუთხით როგორც ქალბატონების, ისე მამაკაცების მხრიდან, უშუალოდ სქესობრივი თანაცხოვრების დროს, რადგან ჰიგიენისა და სიფრთხილის დაცვის გარეშე დგება საშიშროება გაჩნდეს - სგგი (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ასევე ვენერიული დაავადებები) — დაავადება, რომელიც გადაედება ერთი ადამიანიდან მეორეს სქესობრივი კონტაქტის/თანაცხოვრების დროს.

დღეისათვის ცნობილია 30-ზე მეტი სგგი, მათგან ყველაზე გავრცელებულია:

 

·         სიფილისი

·         გონორეა ანუ ტრიპერი

·         ტრიქომონიაზი

·         ქლამიდიოზი

·         სასქესო ორგანოების ჰერპესი

·         მახვილწვეტიანი კონდილომები (სასქესო ორგანოების მეჭეჭები)

·         მიკოპლაზმოზი

·         სოკოვანი ინფექცია

·         აივ/შიდსი

 

ზაფხულის ცხელ სეზონზე აქტუალურია ზღვაზე ან აუზზე დასვენება გაგრილების მიზნით. უნდა აღნიშნოს, რომ დასვენების ეს ფორმა რიგ შემთხვევებში წარმოადგენს საშიშორებას რაიმე სახის სოკოვანი ან ბაქტერიული დაავადების, განსაკუთრებით ინტიმური ზონის ბაქტერიული დაავადების გაჩენისთვის. ასევე, თუ ორგანიზმში მსგავსი პრობლემა არსებობს, ზღვის ან აუზის წყალმა შესაძლოა გამოიწვიოს მათი პროვოცირება და გააქტიურება,  აქედან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა თანამედროვე ფარმაკოლოგიაში არსებული სპეციალური ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება, რომლებიც შექმნილია სპეციალურად იმისათვის, რომ ადამიანმა მაქსიმალურად დაიცვას თავი ინფექციის გადმოდებისგან.

ერთ-ერთი ასეთი ანტისეპტიკური საშუალებაა - მირამისტინი.

ეს არის უფერო, გამჭვირვალე ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისთვის. ქაფდება შენჯღრევისას და მიეკუთვნება ანტისეპტიკურ  საშუალებათა ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს. მის შემადგენლობაში შედის აქტიური ნვთიერება ბენზილდიმეთილ 3(მირისტოილამინო)პროპილ ამონიუმის ქლორიდის  მონოჰიდრატი (უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) – 0.1, დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი - 1 ლიტრამდე

 

მირამისტინს აქვს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით.

პრეპარატს  გააჩნია  გამოხატული ბაქტერიოციდული მოქმედება. 

აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. აქვს ვირუსის საწინააღმდეგო ზემოქმედება, აქტიურია რთულ ვირუსებთან მიმართებაში (ჰერპესი  ვირუსი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და სხვა). 

 

მირამისტინი მოქმედებს  სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამომწვევებზე (Chlamydia spp., Treponema spp., Trichomonas vaginalis, Neisseria gonorrhoeae და სხვა). 
 

მირამისტინი ასევე ეფექტურად იცავს დამწვრობას და ჭრილობას ინფიცირებისაგან. გამოიყენება სხვადასხა ლოკალიზაციისა და ეტიოლოგიის გართულებული ინფიცირებული ჭრილობების ადგილობრივი მკურნალობისთვის. გრანულირებადი ჭრილობების მეორადი ინფექციის პროფილაქტიკისთვის. ააქტიურებს  რეგენერაციის პროცესს. ასტიმულირებს დაცვით რეაქციებს გამოყენების ადგილზე, ფაგოციტების შთანმთქმელი და გადამამუშავებელი ფუნქციის აქტივაციის წყალობით, ხელს უწყობს მონოციტური-მაკროფაგული სისტემის აქტიურობას. აქვს გამოხატული ჰიპეროსმოლარული აქტივობა,  რის შედეგადაც ახდენს ჭრილობის პერიფოკალური ანთების კუპირებას, შთანთქავს ჩირქოვან ექსუდატს, ხელს უწყობს მშრალი ფუფხის ფორმირებას. არ აზიანებს კანის სიცოცხლისუნარიან უჯრედებს და გრანულაციას, არ თრგუნავს  ეპითელიზაციას. 

  

ცალკეულ შემთხვევებში დატანის ადგილას შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც თავისთავად გაივლის 15-20 წამში და არ მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.   მისი ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება მათი ბაქტერიების საწინააღმდეგო და სოკოს საწინააღმდეგო ზემოქმედების გაძლიერება.

 

გამოყენების პირობები:

ანტისეპტიკური ხსნარი, 7 ხელის დაჭერით იფრქვევა 1 მლ (ყველა გამფრქვევის სტანდარტი)

ზღვა და აუზი:

მირამისტინის ხსნარით, წყალთან კონტაქტამდე დაახლოებით 10 - 15 წთ ადრე და კონტაქტის შემდგომ არაუგვიანეს 1 - 2 საათისა აუცილებელია  25 - 30 გაფრქვევით (ან შესაძლოა უფრო მეტი) ჩაიტაროთ პროცედურა, რაც ამცირებს წყლიდან გადამდები ინფექციების რისკს.

სქესობრივი კავშირი:

მირამისტინის გამოყენება შესაძლებელია აქტამდე და აუცილებელია აქტის შემდგომ, რათა შემცირდეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რისკი. აქტამდე 10 - 15 წთ ადრე უნდა მოხდეს სასქესო ორგანოების დამუშავება და ასევე აქტის შემდგომ, არაუგვიანეს 1 – 2 საათისა.

მირამისტინით სარგებლობს ორივე პარტნიორი!!!

ხშირად ჩნდება შეკითხვა, შეიძლება თუ არა  რაიმე მეთოდით თავის დაცვა ორალური სექსის დროს, პირის ღრუდან  გადამდები ინფექციებისგან. ამ შეკითხვაზე დღეს არსებობს მარტივი პასუხი:  მირამისტინი!!!

ორალური სექსის შემთხვევაში, აქტამდე 10 – 15 წთ ადრე სავალდებულა პირის ღრუს დამუშავება მირამისტინის ხსნარით, დაახლოებით 5 – 10 მლ პირის ღუში, 2 – 3 წუთიანი დაყოვნებით (როგორც პირის ღრუს სავლების შემთხვევაში).

 

გისურვებთ ჯანმრთლობას!