დაგეგმილია მოლაპარაკებების წარმოება, რათა კლინიკებმა შეღავათიან ფასად გაუწიონ მომსახურება ქართველ პაციენტებს
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმინეს.
ტიკარაძეს განცხადებით, პრიორიტეტულია ონკოლოგიური დაავადებების მართვის გაუმჯობესება. იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც მაღალია მკურნალობის მიზნით ჩვენი მოქალაქეების მიგრაციის მაჩვენებელი, დაგეგმილია მოლაპარაკებების წარმოება, რათა სამომავლოდ კლინიკებმა შეღავათიან ფასად გაუწიონ სამედიცინო მომსახურება ქართველ პაციენტებს. ეს კი მნიშვნელოვნად დაზოგავს პაციენტის და სახელმწიფოს ხარჯებს.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებისთვის უმთავრესი ამოცანა იყო და მომავალშიც დარჩება ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. 2012 წლამდე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, სამედიცინო საჭიროებების საკუთარი ფინანსებით დაკმაყოფილება. 2013 წლიდან ამოქმედებულმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, აღნიშნული გამოწვევა დაძლია და დღეს მოსახლეობას აქვს უნივერსალური ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე. მინისტრობის კანდიდატმა სისტემაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებით, შესაძლებელია როგორც დაავადებების ადრეულ ეტაპზე მკურნალობა, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსების დაზოგვა სახელმწიფოს მიერ პაციენტის სასარგებლოდ. ამ გამოწვევის საპასუხოდ არსებობს კონკრეტული სტარტეგია, რომელიც გულისხმობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 2020 წლიდან განხორციელდება მათი უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა.
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე: 5000+ ექიმი
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე: 1000+ კლინიკა