ჩვილის მოვლა სიცოცხლის პირველ წელს - რა უნდა იცოდეს დედამ
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ახალგაზრდა მშობლისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ეტაპი ბავშვის დაბადების პირველი 12 თვეა, რომელიც, თავის მხრივ ხასიათდება ბედნიერი, თუმცა უჩვეულო და თავისებურად რთული ცხოვრების რიტმითა და დედისათვის ასათვისებელი ახალი უნარებით. იმისaთვის, რომ ბავშვი სწორად განვითარდეს აუცილებელია მთელი რიგი რჩევების გათვალისწინება.
ბავშვის ჰარმონიული ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია:
- კომფორტული გარემო და პირობები;
- დღის რაციონალური რეჟიმი;
- რეგულარული მოვლა;
- სრულფასოვანი და დაბალანსებული კვება.
ბავშვისთვის სივრცის მოწყობა
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შენობას, სადაც ახალშობილი იცხოვრებს. სასურველია, რომ მისი ოთახი იყოს ნათელი, ფართე და არა გადატვირთული. ზედმეტი ავეჯისა და მასიური ფარდებისგან თავისუფალი. ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +22°С ზაფხულში და +24°С ზამთარში, ტენიანობა –50-60%-ის ფარგლებში. საჭიროა ოთახი ნიავდებოდეს რეგულარულად (განსაკუთრებით ძილის წინ) და საგულდაგულოდ ლაგდებოდეს.
წლამდე ბავშვის ჩაცმა
ბავშვის სამოსი უნდა შეირჩეს ნატურალური ქსოვილის, აუცილებლად კომფორტული და პრაქტიკული. ჩვილს სამოსს ჩააცმევს, თუ შეახვევს - ეს მშობლის პირადი გადასაწყვეტია, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებას ხელს არ უშლის.
წლამდე ბავშვის გასეირნება
ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარების აუცილებელ პირობაა რეგულარული გასეირნება სუფთა ჰაერზე, წელიწადის ნებისმიერ დროს. ამინდის პირობები მოქმედებს მხოლოდ გასეირნების ხანგრძლივობასა და სიხშირეზე. ზაფხულის პერიოდში სეირნობა შესაძლებელია სამშობიარო სახლიდან გამოწერის შემდეგ, იმ დღესვე. სეირნობის ხანგრძლივობა თავიდან 15-20 წუთი საკმარისია, ხოლო შემდეგ შესაძლებელია მისი გაზრდა 10 წუთით. ზამთარში ბავშვის გარეთ გაყვანა შესაძლებელია სამშობიაროდან გამოწერიდან მესამე დღეს.
წლამდე ბავშვის დაბანა
ჭიპლარის საბოლოოდ მოშორებამდე და ჭრილობის სრულ ეპიტელიზაციამდე, დაბანა აუცილებელია ანადუღარ და +37°С-მდე გაგრილებულ წყალში, ბავშვისთვის განკუთვნილ სპეციალურ პატარა აბაზანაში. ბანაობის ხანგრძლივობა საკმარისია 5-10 წუთის ფარგლებში. წყალში ისეთი მცენარეული ან ჰიგიენური საშუალებების დამატება, რომლებიც განკუთვნილი არ არის 1 წლამდე ასაკის ბავშვისთვის, რეკომენდირებული არ არის.
ბავშვის წყალში ჩასმა საჭიროა ნელ-ნელა და ეტაპობრივად - ფეხებიდან დაწყებული. საბოლოოდ წყლის ქვეშ უნდა იყოს ბავშვის მთელი სხეული. ბავშვების ჩაბანისას საჭიროა შემდეგი წესების დაცვა: გოგონებს ბანენ წინიდან უკან, ხოლო ბიჭებს პირიქით.
ბავშვის კანის მოვლა
დაბანის შემდეგ, ბავშვი უნდა გაიხვეს რბილ პირსახოცში და ძალიან ნაზი შეხებით გაუმშრალდეს კანი. ასევე საგულდაგულოდ და ფრთხილად უნდა გაუმშრალდეს ჭიპლარი ბამბის ტამპონებით და საჭიროების შემთხვევაში დაუმუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით.
ბავშვის კანის მოვლისათვის აუცილებელია მუდმივად გქონდეთ: ბამბის ტამპონები, სტერილური ხელსახოცები, დამატენიანებელი ზეთები და საცხები pH-ის ნეიტრალური დოზით და საფენები.
აუცილებლად უნდა მიექცეს რეგულარული ყურადღება ფრჩხილებს: პატარებს ფრჩხილები ძალიან სწრაფად ეზრდებათ. ბავშვისთვის ფრჩხილების დასაჭრელად შეარჩიეთ მომრგვალებული თავების მქონე პატარა მაკრატელი, ხელის თითებზე ფრჩხილები ნახევარწრის ფორმით დააჭერით, ფეხის თითებზე სწორად.
საფენის გამოცვლა
საფენების გამოცვლისას საჭირო შემდეგი წესების დაცვა:
- არავითარ შემთხვევაში არ გააჩეროთ ბავშვი ერთი და იგივე საფენში 4 საათზე მეტ ხანს
- საფენის ჩაცმისას, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ჭიპლარის ნარჩენი ღიად დარჩეს, რადგა ეს ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ შეხორცებას.
- ჩვილი შეძლებისდაგვარად უნდა იმყოფებოდეს გარკვეული დროის მანძილზე საფენის გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახეზეა კანისა და ნაკეცების არეში გაღიზიანების პირველი სიმპტომები.
კვება
წლამდე ბავშვის ზრდა-განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა მისი სწორი და სრულფასოვანი კვება.
დედის რძე – იდეალური კვების პროდუქტია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვილის ყველა მოთხოვნას. ბავშვი, რომელიც იმყოფება სრულფასოვან ბუნებრივ კვებაზე, არ საჭიროებს სითხის დამატებით მიღებას. გამონაკლისს ასეთ დროს წარმოადგენს სხეულის მაღალი ტემპერატურა +38,5°С-მდე და გარემოს ტემპერატურა +30°С და მეტი.
პირველი დამატებითი საკვები ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს ეძლევათ 6 თვის ასაკში. ასეთ დროს მათთვის საკვებად გამოიყენება ბოსტნეული ან ურძეო ფაფები. ბავშვისთვის საკვების დამატებისა და პროდუქტის თანმიმდევრობის შესახებ აუცილებელია კონსულტაციის გავლა პედიატრთან.
წლამდე ბავშვის განვითარების ნორმები
ყველა ჩვილი — ეს არის იდივიდუალური პიროვნება, რომელიც ვითარდება თავისი ტემპით. არ არსებობს საერთო «განვითარების ნორმები», რომლებიც ახასიათებს ყველა ბავშვს. თქვენი ჩვილი — ეს არის ოჯახის ყველა კონსტიტუციონალური თავისებურების ერთობლიობა.
ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობის მაჩვენებლებს წარმოადგენს: ყოველთვიური ზრდა სიმაღლესა და წონაში, თავისა და გულ-მკერდის გარშემოწერილობის ცვლილება. ეს მაჩვენებლები ფასდება სპეციალური ცხრილების მიხედვით. ფსიქოლოგიური განვითარების მაჩვენებლები – უნარები და ჩვევები, რომლებიც ბავშვს გაუჩნდა მომდევნო თვის მანძილზე.
წარმოგიდგენთ წლამდე ბავშვის განვითარების ყოველთვიურ კალენდარს
ასაკი |
უნარები |
1 თვის |
ბავშვს შეუძლია რეაგირება იქონიოს შუქის წყაროზე, მოძრაობაზე, ცნობს დედის ხმას, ცდილობს თავის აწევას. |
2 თვის |
უჩნდება შესაძლებლობა ფოკუსირება მოახდინოს საგანზე, ამბობს პირველ «აღუ»-ს, მშობლების ურთიერთბაზე რეაგირებს ღიმილით, ენერგიულად ამოძრავებს კიდურებს. |
3 თვის |
შეუძლია თავის დაჭერა მუცელზე წოლისას, მცდელობა აქვს თავად დაიჭიროს რაიმე საგანი, კარგად ცნობს ახლობლებს. |
4 თვის |
ცდილობს დაჯდომას როცა ხელებით წევენ, შეუძლია საგნების ცალი ხელით აღება, რეაგირებს მასთან ურთიერთობისას. შეუძლია გაარჩიოს და რეაგირება მოახდინოს საყვარელ ხმებსა და მუსიკაზე. |
5 თვის |
შეუძლია თავის სწორად დაჭერა თუ კარგად ზის; იჭერს სათამაშოებს ცალი ხელით, მუცელზე წოლისას, ცნობს საკუთარ ანარეკლს სარკეში. |
6 თვის |
ცდილობს მდგომარეობა შეიცვალოს და გადაბრუნდეს ერთი გვერდიდან მეორე გვერდისკენ, ეყრდნობა წინა ხელებს როცა მუცელზე წევს, გადააქვს საგანი ხელიდან-ხელში, ცდილობს გაარჩიოს გარშემომყოფების ემოციები და გააცნობიეროს ვითარება. |
7 თვის |
შეუძლია დახმარების გარეშე ჯდომა, ცდილობს აქტიურად ისაუბროს, ხელში დაიჭიროს პატარა საგნები. |
8 თვის |
შეუძლია ბურთით თამაში, თავის მიტრიალება ორივე მხარეს, მწოლიარე მდგომარეობაში სხეულის მდგომარეობის შეცვლა, ცდილობს გაიმეოროს სიცილი და საუბრის მანერა, ცდილობს წყლის ჭიქიდან დალევას. |
9 თვის |
იწყებს ტაშის დაკვრას, საკვების აღებას და დაგემოვნებას, დამოუკიდებლად იღებს საგნებს მჯდომიარე მდგომარეობაში. |
10 თვის |
ცდილობს მჯდომიარე მდგომარეობაში დაეყრდნოს ხელებს, რეაგირებს სახელით დაძახებაზე და ამკრძალავ სიტყვებზე, ცდილობს გაიმეოროს უფროსების სახის გამომეტყველება, ცდილობს საკვების დამოუკიდებლად დაღეჭვას. |
11 თვის |
შეუძლია გააკეთოს უფროსების მარტივი მოძრაობების იმიტაცია და შეასრულოს თხოვნის შემთხვევაში, ცდილობს ფეხზე დადგომას და ნაბიჯის გადადგმას თუ აქვს საყრდენი. |
12 თვის |
იწყებს ნივთების ადგილმდებარეობის დამახსოვრებას, მათ მითითებას, ცდილობს მარტივი სიტყვების გამეორებას, ინტერესით უყურებს სურათებს, უფროსების საქმიანობას, ამჟღავნებს კმაყოფილებას შექების დროს. |
*ცხრილში მოყვანილია ფსიქიკისა და მოტორიკის განვითარების საშუალოსტატისტიკური მონაცემები
იმისათვის, რომ ბავშვის ზრდა-განვითარების პროცესთან დაკავშირებით მიღებული თქვენი გადაწყვეტილებები სწორი იყოს და სანერვიულო არ გაგიჩნდეთ, აუცილებელია პედიატრის რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.
გარდა ამისა, ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შესაფასებლად, ასევე ვაქცინაციისთვის მოსამზადებლად, აუცილებელია მთელი რიგი კვლევების ჩატარება და ვიწრო პროფილის ბავშვთა ექიმ-სპეციალისტებთან კონსულტაციების გავლა, რასაც აუცილებლად დაგიგემავთ თქვენი ბაშვის ექიმი.