“ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობისთვის ჯიბიდან გადახდების შემცირება”


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  ეკატერინე ტიკარაძემ მორიგი  შეხვედრა ვაშინგტონში,  მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში გამართა, სადაც ის მსოფლიო ბანკის, ევროპისა და  ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორს ადამიანური რესურსების საკითხებში - ფაიდა საადის შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკვე მიმდინარე და სამომავლო  ერთობლივ პროექტებზე:

„ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობისთვის ჯიბიდან გადახდების შემცირება  და თანხების მინიმალიზაცია, ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  შევთანხმდით გავაგრძელოთ ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის კლინიკების  ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით“

მოლაპარაკებებს ასევე საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები დასაქმებისა და სოციალური სფეროს  განვითარების პერსპექტივითაც დაინტერესდნენ. უახლოეს მომავალში, საქართველოში მათი საპასუხო  ვიზიტი დაიგეგმა.

 

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე: 5000+ კლინიკა

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე: 1000+ ექიმი