ჭორფლიანი გოგოს საკითხავი
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
"ჭორფლი, როგორც წესი, გენეტიკურია. ის რომელიმე მშობლისგან გადაეცემა თაობას და რეცესიულ ნიშნად აღიქმება, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლები უნდა იყვნენ მისი გენის მატარებელი" - აღნიშნავს ამირ შარმა, ექიმი დერმატოლოგი Mayo Clinic -იდან. სინამდვილეში კი ჭორფლის გენი წარმოადგენს კეთილთვისებიან მუტაციას MC1R გენისა, რომელიც პიგმენტაციას არეგულირებს.
ზოგადად, მიიჩნევა, რომ ჟღალთმიანი და ღია ფერის კანის კელტებისთვისაა დამახასიათებელი ჭორფლი, თუმცა აღნიშნული გენის ვარიანტები გვხვდება ჩინელებთანაც, იაპონელებთან, ფრანგებთან, ხმელთაშუა ზღვის მცხოვრებლებთანაც.
"თუ ხალი ადამიანს დაბადებიდან აქვს, ჭორფლებთან სხვაგვარადაა საქმე" - აცხადებს დენდი ენგელმანი, ქირურგი - ონკოდერმატოლოგი ნიუ-იორკის მეტროლოპოლიტან კლინიკიდან. მზის სხივების ზემოქმედების გამო ჭორფლმა ერთიანად იცის გამოვლენა, დაახლოებით სიცოცხლის მეშვიდე - მერვე წელს. სწორედ ამას უკავშირდება ის მითი, რომ მზის სხივების ზემოქმედებითაა განპირობებული მისი გამოჩენა კანზე.
"უჯრედულ დონეზე კი მზის გამოსხივებით დაზიანება გულისხმობს დნმ-ის დაზიანებას, რაც ზრდის სიმსივნის რისკს, ანადგურებს კოლაგენსა და ელასტინს, კანის ძირითად დამცავებს" - აცხადებს ალიშა ბარბა, ექიმი დერმატოლოგი მაიამის დერმატოლოგიის ცენტრიდან. ჭორფლი კი ეს კანის ერთგვარი სახეობაა, რომელსაც დაცვა სჭირდება მზისგან და მაინც გამოვლინდება ყველა შემთხვევაში.
თუ შენი კანი ფერმკრთალია და გაქვს ჭორფლი, რეკომენდებულია დერმატოლოგთან პერიოდული, წელიწადში ორჯერ მაინც ვიზიტი და მზის ზემოქმედებისგან თავდაცვა სხვადასხვა დამცავი საშუალებების გამოყენებით, მაგალითად SPF (არანაკლებ 30) კრემი ეფექტურია ასეთ დროს.
"ზოგჯერ ჭორფლი ერევათ პიგმენტურ ლაქებში (ე.წ. ლენტიგო). ასეთ დროს უნდა დააკვირდე ჭორფლს, რომელიც პიგმენტაციას აძლიერებს მზეზე ხანგრძლივად ყოფნისას და უფერულდება მაშინ, როცა მზეს ერიდები" - აღნიშნავს ფუსკო, ექიმი - დერმატოლოგი. პიგმენტური ლაქები ჭორფლთან შედარებით უფრო მუქია და რჩებიან ასეთად მიუხედავად მზის ზემოქმედებისა, ასევე, ზომით ისინი უფრო დიდია, ვიდრე ჭორფლი და ფორმითაც უფრო მკვეთრნი.
მიუხედავად ამისა, პიგმენტური ლაქებიც აბსოლუტურად უსაფრთხოა. მათი მკურნალობაც შეიძლება საამისოდ განკუთვნილი კანის ფერის გასაუმჯობესებელი საშუალებებით. ამასთან, შესაძლებელია ლაზერითაც მათი გაქრობა, რაც პიგმენტს ანადგურებს. ამისთვის უნდა მიმართო ექიმ-სპეციალისტს.
მაგრამ დაიმახსოვრე, შენ ჭორფლიანიც და უჭორფლებოც, ყოველთვის ულამაზესი ხარ!
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა