ჩასახვის საწინააღმდეგო აბების აქამდე უცნობი 8 დადებითი თვისება
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ნუ იფიქრებთ, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს დადებითი თვისებები არ გააჩნიათ. მათ გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე თქვენ იფიქრებდით.
1. მათ შეუძლიათ ენდომეტრიოზის დროს ტკივილის გაყუჩებაც კი. თუ თქვენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებთ, შესაძლებელია მათ დისკომფორტი შეგიმცირონ ტკივილისას, როგრც ამას აღნიშნავს, ექიმი ალისა დვეკი, სამედიცინო სკოლის წარმომადგენელი.
2. აღნიშნული აბები თავიდან აგაცილებთ დიდი რაოდენობით სისხლის გამოდევნას ორგანიზმიდან, მენსტრუალური ციკლის დროს (მაქსიმალური რაოდენობა ასეთ დროს ითვლება 80 მლ). თუ აღნიშნული ნორმას აღემატება, ის საგანგაშოა და საჭიროებს ყურადღების მიქცევას.
3. როგორც კვლევებმა ცხადყო, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების 15 წლის განმავლობაში მიღება ამცირებს საკვერცხეების სიმსივნის განვითარებას 50%-ით. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ორალურმა კონტრაცეპტივებმა შესაძლებელია გაზარდონ მკერდის სიმსივნის რისკი.
4. მომაბეზრებელი გამონაყარისა და სახეზე თმიანობის თავიდან ასაცილებლად ზოგჯერ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებიც გამოდგება. მათი გამოწვევი მიზეზი ზოგჯერ ტესტოსტერონია და აღნიშნული აბების მიღებით ღვიძლი გამოიმუშავებს ცილებს, ტესტოსტერონს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ გავრცელდნენ სისხლთან ერთად მთელ სხეულში, ამდენად აკნეც ქრება ნელ-ნელა და თმიანობაც იკლებს, - აღნიშნავს დვეკი.
5. თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება აწუხებს ქალს, მისმა გართულებამ შეიძლება უფრო მძიმე შედეგიც კი გამოიწვიოს, უშვილობის სახით. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ამ შემთხვევაში ამ დაავადების სამკურნალოდ არ გამოდგება, თუმცა ისინი მაინც ხელს უშლიან ინფექციის გამომწვევ მიზეზებს.
6. პოლიკისტოზური საკვერცხეებისთვის დახმარება. როგორც წესი, ქალის ორგანიზმი სულ მცირე ერთ კვერცხუჯრედს გამოიმუშავებს განაყოფიერებისთვის, ყოველი ციკლის დროს. ხოლო პოლიკისტოზისას კი კვერცხუჯრედების გამოდევნა არ ხდება ორგანიზმიდან, ისინი რჩებიან იქვე, რაც იწვევს უშვილობას. ამას თან ახლავს არარეგულარული ციკლი და ჭარბთმიანობაც, ჰორმონული დისბალანსიც, რისი რეგულირებაც შესაძლებელია ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით.
7. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მათთვისაც, ვინც მენოპაუზის წინა პერიოდშია. აბები ეხმარება მათ, შენარჩუნდეს დაბალანსებული დონე ჰორმონებისა და გაკონტროლდეს მენოპაუზის სიმპტომები. უფრო ნაკლებად იქნება შემაწუხებელი ოფლის გამოდინება ორგანიზმიდან ღამის მონაკვეთში, - აცხადებს ექიმი დვეკი.
8. სეზონური გრიპის ეპიდემიისგან დამცავი - ახალი კვლევებით დასტურდება, რომ ქალები, ვინც ორალურ კონტრაცეპტივებს პერიოდულად იღებენ, გრიპის ვირუსისგან უფრო დაცულნი არიან.