ჭამისა და სექსის შესახებ


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

გინდათ გაიგოთ, როგორია ადამიანი საწოლში? მაშინ ყურადღება მიაქციეთ მის დამოკიდებულებას საჭმელთან! რადგან ჭამასა და სექსს შორის ბევრი საერთოა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნილებებია, რომელთა დაკმაყოფილებისას, ფიზიოლოგიური სიამოვნების გარდა შესაძლებელია სხვადასხვა სახის სიამოვნების მიღებაც:დაწყებული  ხორციელით და დამთავრებული ესთეტიკურით. მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ადამიანი როგორც ერთ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, ისე უდგება მეორე მოთხოვნილებასაც.

 

თუ ადამიანი ხარბად ეტანება საჭმელს და სწრაფად ჭამს

 

რთული არ უნდა იყოს იმის წარმოდგენა, როგორი შეიძლება იყოს ის საწოლში. შესაძლოა მან თავადაც ვერ მიიღოს სიამოვნება, რადგან მისთვის უმთავრესია რაც შეიძლება სწრაფად მოდუნდეს. მას არ აინტერესებს გემო, სიახლოვის განცდა. მისთვის მთავარია დაძაბულობის სწრაფად მოხსნა.

 

თუ ადამიანი ჭამის დროს კითხულობს ან ტელევიზორს უყურებს

 

და უფრო მეტად დაინტერესებულია არა გემოთი, არამედ რაიმე დამატებითი ინფორმაციით, მაშინ საწოლში ის პარალელურად რაიმე სხვაზე ფიქრით იქნება დაკავებული. ეს „სხვა რამ“ არის ქალები ან კაცები - ეს არც ისე ცუდია. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ ის ფიქრობდეს მაგალითად დოლარის კურსზე, ან იმაზე, თუ რომელ ფერში აჯობებს ჭერის შეღებვა. ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია საკვების შეგრძნება და ამით სიხარულის განცდა,  სექსის დროს ვერ ტკბება პარტნიორთან სიახლოვით. ის, ვისაც არ შეუძლია კონტაქტში შესვლა, ვერასოდეს ახერხებს იყოს აქ და ახლა.

 

ის «ჭამისა» და «სმის» ნაცვლად ამბობს «ხვრეპა» და «თქვლეფა»?

 

ამ შემთხვევაში ის თქვენთან სიყვარულით არ დაკავდება - ის უბრალოდ ხორციელ მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებს. თუ ადამიანი აუხეშებს და აუფასურებს ერთ სიამოვნებას, ის ზუსტად ასე მოექცევა მეორეს.

 

ის ჭამს იმას, რაც არის, არჩევანზე დიდხანს არ ფიქრობს და არ ითხოვს იმას, რაც სურს?

 

მაშინ სექსუალური პარტნიორის შერჩევისას, ის არ იქნება წუნია - დათანხმდება იმას, ვინც პირველი იქნება. სამაგიეროდ ასეთ ადამიანს რანაირი სექსიც არ უნდა შესთავაზო, ყველაფერზე თანახმა იქნება.

 

ის ზედმეტად სწორად ჭამს?

 

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს მისთვის უხერხული იყოს, ის მაინც იყენებს ყველანაირ სერვიზს, ჩანგლებს, დანებს, სხვადასხვა სამაგიდე ნაკრებს, ასრულებს ყველა მიღებულ რიტუალს, მის მოძრაობაში ნელი დაძაბულობა და თავშეკავებულობაა, მაგრამ ის მაინც აგრძელებს ეტიკეტის დაცვას? მაშინაც კი, როცა დანაყრებულია ყველაფერს ბოლომდე მიირთმევს? მაშინ საწოლშიც ყველაფერს ზუსტად ისე გააკეთებს, როგორც ასწავლეს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთხელაც ვერ მიიღოს სიამოვნება, მოხარული იქნება, რომ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საჭიროა.

 

საჭმელს მაქსიმალური ეფექტურობის კუთხით უდგება?

 

ითვლის კალორიებს, ცილების რაოდენობას, ახსოვს სად უფრო მეტი კალციუმი, მაგნიუმი და В ვიტამინია, რომელი პროდუქტები არ შეეფერება ერთმანეთს და რომელი უნდა გამდიდრდეს აუცილებლად ცხიმით? მაშინ სექსის დროს ის რაც შეიძლება მეტი სარგებლის ძიებას დაიწყებს, აირჩევს პოზებს, სადაც უფრო მეტად პრესით არის სამუშაო ან პოზებს, რომელბიც კალორიებს წვავენ. სიამოვნებას კი მას შემდეგ მიიღებს, როცა სასწორი ნახევარი კილოგრამით ნაკლებს აჩვენებს.

 

ჭამის დროს ის მთლიანად საჭმელზეა კონცენტრირებული?

 

ის აუჩქარებლად ჭრის ნაჭერს და როცა მას პირში იდებს, სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს, მისი სახე კმაყოფილებისგან იბადრება და იმ მომენტში ვერაფერი გადაატანინებს ფიქრს გემოსგან მიღებული სიამოვნების, გასტრონომიული ორგაზმის იქეთ, რომელსაც იმეორებს ერთანეთის მიყოლებით მანამ, სანამ არ დანაყრდება, ჭამის მერე თეფშს წმენდს და სიამოვნებით ეყუდება სკამის საზურგეს, ფიქრებში მადლობას უხდის მზარეულს, საკვებს, ტრაპეზს და ზოგაადად ცხოვრებას? მაშინ ეს ადამიანი სექსშიც ასე მოიქცევა . აირჩევს საუკეთესო პარტნიორს, იზრუნებს დროსა და ადგილზე, მოაწყობს გარემოს და ამის შემდეგ სიამოვნების მორევში გადაეშვება. ვისაც შეუძლია გარესამყაროსთან კონტაქტში შესვლა, ამის გაკეთებას ყოველთვის შეეცდება და სიამოვნებსაც მიიღებს.

თუ თქვენ ბოლომდე წაიკითხეთ ეს ტექსტი საღეჭი რეზინის, საუბრის და მუსიკის გარეშე, კონსპექტის რეშე, გაზეთის გარეშე, არ ახდენს განათლების დონის შეფასებას, ან კითხვას არ ასრულებს ბოლომდე და არ აიძულებს საკუთარ თავს ბოლომდე ჭამოს, მაშინ დარწმუნებული ყავით, რომ საჭმელთან და სექსთან თქვენც შეგიძლიათ სიამოვნებით იკონტაქტოთ.