C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები სრულიად უფასო გახდა!


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

C ჰეპატიტის  ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა  2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად"-ის მხარდაჭერით.

რას ითვალისწინებს პროგრამა?

 • დაავადების დიაგნოსტიკა

 • მკურნალობა

 • პრევენცია

C ჰეპატიტის  პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური  და შემდგომი  კვლევები ფინანსდება 100%-ით

მკურნალობა
პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი უფასოდ იღებს ახალი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს: „ეპკლუსა" და „ჰარვონი". საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები ასევე უფასოდ იღებენ დამხმარე მედიკამენტს: „რიბავირინს".

როგორ ხდება პროგრამაში ჩართვა?
C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ.

  1. სკრინინგი - C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე სკრინინგული კვლევა. ამ კვლევის ჩატარება შესაძლებელია უსასყიდლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის  ცენტრალურ და  რეგიონულ ფილიალებში, NCDC მობილური ამბულატორიების  მეშვეობით, პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში და იუსტიციის სახლებში.
  2. კვლევა - ანტი HCV დადებითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი იტარებს კონფირმაციულ კვლევას C ჰეპატიტის დიაგნოზის დასაზუსტებლად. კვლევის ჩატარება შესაძლებელია C ჰეპატიტის მართვის  პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში. კონფირმაციული კვლევის დადებითი პასუხის შემთხვევაში, ბენეფიციარი იტარებს სხვა კვლევებს, მათ შორის გენოტიპირების ანალიზს. პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულად ფინანსდება.
  3. რეგისტრაცია - კვლევების დასრულების შემდეგ, პროვაიდერი კლინიკა აგზავნის სრულ დოკუმენტაციას სოციალური მომსახურების საგენტოში განსახილველად. ამდენად, პაციენტს არ მოუწევს დამატებით სააგენტოში/სააგენტოს ფილიალებში მისვლა რეგისტრაციისთვის.
    ასევე, გამარტივებულია კომისიური განხილვის მექანიზმი, რაც ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. სააგენტო პაციენტის რეგისტრაციის დადასტურების შემდეგ ავტომატურად გადაამისამართებს შემთხვევას კომისიის ველში. პაციენტი რეგისტრაციიდან  არაუმეტეს 7-10 სამუშაო დღის ვადაში შეძლებს მკურნალობის დაწყებას. 
  4. მკურნალობა- განცხადების კომისიური წესით განხილვის შემდეგ პაციენტები გადამისამართდებიან სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებთან სამკურნალო მედიკამენტების მისაღებად.