ბიუ-ბიუს ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ბიუ-ბიუს" წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ, რესტორანში "ლუდის ქარხანა ჩემო კარგო".

სააგენტოს განცხადებით, შპს ჩირინასა (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია ჯეო დისტრიბუშენ გრუპში აღებული ხუთი ნიმუშიდან ოთხში სალმონელა აღმოჩნდა. აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.

მათივე თქმით, მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშში, რომლის მწარმოებელია Processing Complex უკრაინა, ხოლო დისტრიბუტორი შპს სანი.