ბავშვთა კარდიოლოგია


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ბავშვთა კარდიოლოგია შეისწავლის გულსისხლძარღვთა სისტემას დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე 0-18 წლამდე. თანამედროვე კვლევის მეთოდები იძლევა საშუალებას გამოვავლინოთ დაავადებები საწყის ეტაპზე, რაც იძლევა საშუალებას ეფექტურად ვმართოდ დაავადება და თავი ავარიდოთ გართულებებს.

ბავშვთა კარდიოლოგია მოიცავს შემდეგ პათოლოგიებს:

- გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკები;

- გულის რითმის და გულის გამტარებლობის დარღვევა (არითმია);

-არტერიული ჰიპერ და ჰიპოტონია;

- რევმატიზმი;

- ანთებითი და არაანთებითი მიოკარდიუმის დაავადებები;

- ნეიროცირკულატორული დისტანცია;

 

არსებობს მთელი რიგი გამოვლინებები რაზეც მშობელმა უნდა გაამახვილოს ყურადღება და მიმართოს ბავშვთა კარდიოლოგს, ესენია:

- შეშუპება, ქოშინი მომატებული ოფლიანობა;

- ფერმკრთალი ან კანის საფარის სილურჯე ცხვირ ტუჩის არეში, ტერფებზე;

- ადვილად დაღლა;

- ტკივილი გულმკერდის არეში;

- სახსრების შეშუპება და ტკივილი;

- გულის რითმის დარღვევა;

- გონების დაკარგვა.

 

ბავშვთა კარდიოლოგი - გიორგი დგებუაძე 

მიღებაზე ჩასაწერად გადმოდით: ამ ბმულზე