ბავშვთა კარდიოლოგი, ვახტანგ ხელაშვილი ნიუ ჰოსპიტალსშია
ბავშვთა კარდიოლოგი, ვახტანგ ხელაშვილი ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტებს მიიღებს. ვახტანგ ხელაშვილს 32 წლიანი პროფესიული გამოცდილება გააჩნია და მისი სპეციალიზაცია მოიცავს კარდიოლოგიის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა გადაუდებელი კარდიოლოგია, პედიატრიული კარდიოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და პედიატრიული ინტერვენციული კარდიოლოგია.
რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ბავშვთა კარდიოლოგს?
ბავშვთა კარდიოლოგთან ყველაზე ხშირი მომართვის მიზეზი პედიატრის მიერ მოსმენილი შუილია. თუმცა, არსებობს გულის პათოლოგიები, რაც ყოველგვარი შუილის გარეშე მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი ანომალია კორონარული არტერიის (გულის კუნთის მკვებავი სისხლძარღვის) ანომალური გამოსვლა გახლავთ, რამაც შესაძლოა უეცარი პრობლემა შეუქმნას ბავშვს სპორტული დატვირთვის დროს. კორონარული არტერიის ანომალური გამოსვლა მოზარდებში უეცარი კარდიალური სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზიც გახლავთ. ასევე პირიქით, ყველა შუილი რომელიც ექიმმა მოისმინა არ არის პათოლოგიური და შესაძლოა იყოს ასაკობრივი. ამიტომ, სასურველია მიმართოთ კარდიოლოგს და ჩაიტაროთ ექოკარდიოსკოპიური კვლევა თუ ბავშვს აღენიშნება:
- ტკივილი გულმკერდის არეში
- სუნთქვის უკმარისობა, აჩქარებული სუნთქვა
- ჰაერის უკმარისობა
- წონის დეფიციტი ან წონაში სუსტი ნამატი
- ზრდაში ჩამორჩენა
- ციანოზი (სილურჯე)
- შუილი გულის არეში
- გონების კარგვა
- არითმია - აჩქარებული, შენელებული ან არათანაბარი გულისცემა
- გახანგრძლივებული ცხელება
- არტერიული წნევის მატება
- ჭარბი წონა
- შაქრიანი დიაბეტი
- სხვა კვლევის შედეგად ნანახი ცვლილებები - მაგალითად, გადიდებულია გულის ზომები გულმკერდის რენტგენოგრაფიით, ან ცვლილებები აღინიშნება ელექტროკარდიოგრამაზე
- დამძიმებული საოჯახო ანამნეზი - თანდაყოლილი ან მემკვიდრეობითი გულის დაავადება პირველი რიგის ნათესავებში; უეცარი სიკვდილი 40 წლამდე ასაკში პირველი რიგის ნათესავებში
- თუ თქვენი შვილი ადვილად იღლება
ასევე, სასურველია სპორტული აქტივობის დაწყების წინ გამოიკვლიოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა.
რა არის ექოკარდიოსკოპიური კვლევა?
ექოკარდიოსკოპია წარმოადგენს გულის ულტრაბგერით კვლევას, რომლის დროსაც ხდება პაციენტის გულის ზომის, სტრუქტურის, სხვადასხვა ნაწილების და სისხლის მიმოქცევის ვიზუალიზაცია. კვლევა ხელმისაწვდომია ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში და ტარდება უახლესი ულტრაბგერითი აპარატით - Philips EPIQ 7, რომელიც გულის ვიზუალიზაციის წამყვანი ტექნოლოგიაა მსოფლიოში.
ექოკარდიოსკოპიური კვლევა არ არის ხანგრძლივი და გრძელდება 20-30 წუთს. კვლევის დროს არ ხდება პაციენტის „დასხივება“, რადგან კვლევა არის ულტრაბგერითი და არა რენტგენოლოგიური.
მიღებაზე ჩასაწერად: გადმოდით ბმულზე