ბავშვებისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდება გაუმჯობესდება


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ბავშვებისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების სერვისი გაუმჯობესდება. 

ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელთან, ღასან ხალილსთან და ფონდის სხვა წარმოამდგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

მინისტრმა ასევე განსაკუთებული ყურადღება დაუთმო დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემას.   

„ჩვენ ვალდებულნი ვართ დავაკმაყოფილოთ არამხოლოდ ბავშვთა მატერიალური, კვებითი თუ სხვა მსგავსი სახის საჭიროებები, ასევე აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ მათი განათლება და პროფესიული მომზადება. ამის გარეშე წარმოუდგენელია მათი მომავალი და სოციალურად ძლიერი  ქვეყანა“ - ეკატერინე ტიკარაძე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი სოციალური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ბავშვთა მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, რომელიც  გასული წლიდან გახუთმაგებული ოდენობით მიეწოდებათ ბავშვიან ოჯახებს. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია განხორციელდეს მძლავრი მონიტორინგი, ოჯახების მიერ თუ რამდენად მიზნობრივად ხმარდება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები უშუალოდ ბავშვთა საჭიროებებს. ღასან ხალილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და ეკატერინე ტიკარაძის მიერ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება, მინისტრის სწორ ხედვად და პრიორიტეტად შეაფასა. 

გაეროს ბავშვთა ფონდმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობები ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სწორად დასახული სამომავლო პრიორიტეტები. ხასან ხალილმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს შეხვედრისთვის და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.