ბათუმის სამედიცინო ცენტრში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ბათუმის სამედიცინო ცენტრ „ბი ემ სი“-ში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. შემდგომ კი, როგორც TV25 იუწყება, ცენტრის ტერიტორიაზე პაციენტის ახლობლები და პერსონალი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია მივიდა. მოქალაქეების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა.  ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვი, ოთხი დღის წინ გაჩნდა, თუმცა დეფექტის შესახებ ინფორმაცია მათთვის დღეს გახდა ცნობილი. პაციენტის ახლობლები იმ ექიმის პასუხისმგებლობის დასმას ითხოვენ, რომელმაც მათი მტკიცებით, ახალშობილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალა.

 

პედიატრების სანახავად გადადით ბმულზე: პედიატრი