ახალციხეში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით, ამირან გამყრელიძე საგანგებო ბრიფინგს მართავს


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ახალციხეში დღეს დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ერთ-ერთი კლინიკის ექთანი, ვაქცინაციიდან 15 წუთში კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საგანგებო ბრიფინგს მართავს:

 

"მე დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ როცა სარგებელს და ზიანს ცივი გონებით ვწონი, ვალდებული ვარ საზოგადოებას სიმართლე ვუთხრა. ბრიფინგის ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ შეგატყობინოთ პირველი სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ, ვაქცინაციის პროცესის დროს. ნებისმიერი ტიპის ვაქცინას, ახასიათებს მსუბუქი და სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე მძიმე გახლავთ ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ინექციიდან 15-30 წუთში ვითარდება. ანაფილაქცსია შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს."

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის დაწყების შემდგომ, 3365 აცრიდან სერიოზული გვერდითი მოქმედება, მხოლოდ 4-ია. 

"ჩვენ ჯერ არ ვიცით ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია, ექიმებთან წინასწარი კონსულტაციებით, ჩანს რომ ეს იყო ანაფილაქსიური რეაქცია. ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და ის გადაყვანილია ხელოვნურ სუნთქვაზე. ადგილზე იმყოფება კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და ავადმყოფის ევაკუაცია ხდება თბილისში. დაწყებულია შემთხვევის მოკვლევა და საქმეში ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგინდეს. შვიდ საათზე დაინიშნა საგანგებო შეხვედრა, სადაც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა კომიტეტები, დაავადების კონტროლის ცენტრის და სამინისტროს წარმომადგენლები, ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.