ავერსის კლინიკა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას შეუერთდა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ავერსის კლინიკა შეუერთდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ "თეთრი ხალათების" აქციას.

ზუსტად 12:00-ზე "ავერსის კლინიკის"თითოეული ფილიალის სამედიცინო პერსონალმა მდუმარე აქციით გამოხატა პროტესტი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბატონი ვაჟას უკანონო დაკავების გამო. 

აქციას შეურთდა აკად. ფ. თოდუასა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრებიც. 

9 და 11 ნოემბერს ახმაჯისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე დეფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. სოფელ კოდისწყაროსმკვიდრები, რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი და გრემისხევის მკვიდრი დავითმიშელაშვილი ე.წ. სასამართლომ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მან დეფაქტო საზღვარი შეგნებულად გადაკვეთა.