ასაკობრივი დაავადებები, რომლის შესახებ უნდა ვიცოდეთ
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ოსტეოქონდროზი, რომელიც იწყება 35- 40 წლის ასაკში, ხოლო ადრეულ ასაკად ითვლება 18 - 20 წელი. როცა ხერხემალს ჭირდება მეტი ყურადღების მიქცევა და გაფრთხილება, როდესაც მალათა შორის დისკები ნივთიერებათა ცვლის და სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო თავის ელასტიკურობას კარგავენ. შედეგად, წელის არეში მატულობს ტკივილიც.
ოსტეოქონდროზი საყურადღებოა მათთვის, თუ ვინმე თქვენი ნათესაობიდან აწუხებდა, ან თქვენი სამუშაო სიმძიმეების აწევასთან არის დაკავშირებული, დიდი ხნის განმავლობაში ჯდომითი რეჟიმი (მაგალითად, საჭესთან ან პროფესიული, საოფისე საქმიანობა), სკამიც მოსახერხებელია და სამუშაო მაგიდაც სათანადო სიმაღლეზეა.
თუ ტკივილები აღგენიშნება წელის არეში და გრძნობ დისკომფორტს, უმჯობესია მიმართო ექიმ-სპეციალისტს და დროულად ჩაიტარო სამედიცინო კვლევები შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით.
ოსტეოართროზი, რომელიც უფრო მოგვიანებით, 50 - 55 წლის ასაკიდან იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით აწუხებს მათ, ვისაც ზედმეტი წონის პრობლემა აქვს ან შაქრიანი დიაბეტი, ასევე, ბრტყელტერფიანობა აღენიშნებათ, განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვით გამოირჩევიან. ყოველ ჯერზე, შესვენებისას, ან ხელების მოხრისას იგრძნობა ტკივილი მუხლებსა და იდაყვებში.
ასეთ შემთხვევაში უნდა შეამცირო ფიზიკური დატვირთვა, სიმძიმეებთან მუშაობა, სხვ. ამის ნაცვლად, რეგულარულად ისეირნე ველოსიპედით, იცურავე მეტი.
რევმატული ართრიტი, რომელიც შეიმჩნევა 30- 40 წლიდ, ანთებითი პროცესია და აზიანებს იმუნურ სისტემასაც.
თუ ძლიერი სტრესი გადაიტანე, გაწუხებს ზედმეტი წონა, ყავის მეტისმეტი მოხმარება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება შენ რისკის ქვეშ აღმოჩნდე. თუ შეამჩნევ შეშუპებას, ტკივილს დილა-საღამოს, უმჯობესია მიმართო სპეციალისტს.
ინსულტი, რომელიც საგულისხმოა შუა ხნის ადამიანებისთვის. უმეტესად, თავის და იშვიათად ზურგის ტვინში ჩერდება სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს ნაწილობრივ ან მთლიანად პარალიზებას, მეტყველების დარღვევას, ცნობიერების დაკარგვას და კოორდინაციას.
რისკის ქვეშ არიან ისინი, ვისაც ხშირად აწუხებს არტერიული წნევა, ტკივა თავი, ქოლესტერინის დონეც მომატებული აქვს სისხლში, პრობლემები აქვს გულთან, სტრესული მდგომარეობაც განგრძობადია.
გაფანტული სკლეროზი - ნერვული დაავადებაა, რომელიც აზიანებს თავის ან ზურგის ტვინის უბნებს. კოორდინაციის დარღვევა, მგრძნობელობს დაქვეითება, მხედველობის გაუარესა, როგორც წესი, თან ახლავს.
თუ გადაიტანე სტრესი, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები, გამუდმებით ავადმყოფობ, D ვიტამინის ნაკლებობაც აღინიშნება, მისი განვითარების რისკი მატულობს. ამასთან, თუ უჩივი დროდადრო გაორებას მხედველობისას, ან ცუდად ხედავ, თავბრუსხვევას უმჯობესია მიმართო ექიმს.
არსებობს ,,ცხელი აბაზანის“ ტესტი, როდესაც ამ სიმპტომების არსებობისას ადამიანი წვება ცხელ აბაზანაში და თუ სიმპტომები უარესდება უმალვე, ტემპერატურის მომატებასთან ერთად, შესაძლოა იყოს ნიშანი ამ დაავადების.
გლაუკომა - ის, რაც აზიანებს თვალს და უკავშირდება თვალის შიდა წნევის მატებას, მხედველობის ნერვი ზიანდება და მხედველობაც უარესდება.
ამ დაავადებას ხშირად ,,ემოციის დაავადებასაც“ უწოდებენ, რადგან მუდმივად ნერვული დაძაბულობის ფონზე ვითარდება. ასევე, უძილობა, დეპრესია ხელს უწყობენ მის წარმოქმნას.
კატარაქტა, როდესაც თვალის ბროლი და მისი კაფსულა იფარება ბუნდოვანი, ნაცრისფერი საფარით, გარეგნულად მისი ამოცნობა რთულია.
როგორც ექიმები ამბობენ, ზუსტი მიზეზი, რა იწვევს მას, არაა დადგენილი. თუმცა, აქაც სტრესული ფონი პროვოცირებს მის წარმოქმნას. როგორც აცხადებენ, შაქრიანი დიაბეტი და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ხელს უწყობს კატარაქტის წარმოქმნას.
პაროდონტოზი, რომელიც აზიანებს კბილებს, ამისთვის კი აუცილებელია სწორი კვება, კბილების რეგულარული წმენდა სულ მცირე ორი წუთის განმავლობაში, ასევე, იმუნიტეტის დაქვეითება იწვევს ამ დაავადებას. ამისთვის აუცილებელია სტომატოლოგთან პერიოდული ვიზიტი და კბილების მდგომარეობის გამოკვლევა - გადამოწმება.
ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც მეხსიერების დაქვეითებას, ინტელექტის გაუარესებასა და პიროვნების ცვლილებასაც კი იწვევს.
ის დაკავშირებული ქალა-ტვინის ტრამვასთან, ხშირ სტრესთან, მონოტონურ სამუშაოსთან. ამასთან, გენეტიკური ფონიც საყურადღებოა. თუ სიტყვების პოვნა გიჭირს საუბრისას, უფრო მეტად დაბნეული გახდი, გულმავიწყი, გიჭირს ახალი ინფორმაციის ათვისება, უმჯობესია დროულად მიმართო ექიმს.
ოფთალმოლოგების სანახავად გადადით ბმულზე : ოფთალმოლოგი
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა