საქართველოში 2 ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

საქართველოში ჩინური კომპანია 2 ახალ ფართოპროფილურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ააშენებს.

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის - ლაშა კილაძეს განცხადებით, პროექტი ქვეყნის ხელისუფლებასთან უკვე შეთანხმებულია.

როგორც თავად აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის პროგრამების გაუმჯობესების მიზნით პროცესში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები არიან ჩართული.

"მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებს ესმოდეთ, რომ მკურნალობა არ მიმდინარეობს მხოლოდ საავადმყოფოში და ეს იზოლაცია არ არის ყველაზე ეფექტური მეთოდი მკურნალობის პერიოდში. პირიქით, უმჯობესია თუკი პაციენტი იქნება ნაცნობ გარემოში, მის ოჯახის წევრებთან ერთად“ - განაცხადა კილაძემ.
 

მისივე თქმით, საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი სკოლებში, აქტიური კამპანიის ჩატარებაა საჭირო, რათა მოზარდები უფრო მეტად ტოლერანტულები გახდნენ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ.

გარდა ამისა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ბოლო პერიოდში მიმართვიანობა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით გაზრდილია.