ანგიოქირურგების: პროფ. იორგ უკატის და პროფ. ჯუმბერ ფარცახაშვილის ვიზიტი გერმანიიდან ალ. ალადაშვილის სახ. კლინიკაში
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !️
ექსკლუზიური მოწვევით გერმანიიდან!️
პროფ. იორგ უკატი და პროფ. ჯუმბერ ფარცახაშვილი, სისხლძარღვთა ქირურგიული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის‼️
ქართველი პაციენტების თხოვნით,
ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას 19 ოქტომბრიდან - 24 ოქტომბრამდე მორიგი, პროფესიული ვიზიტით ეწვევიან ქართულ-გერმანული პროექტის ხელმძღვანელი, გერმანიის ქ. ჰალეს მართინ ლუთერის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფ. ჯუმბერ ფარცახაშვილი და გერმანელი ანგიოქირურგი, მიმართულების ხელმძღვანელი პროფ. იორგ უკატი.
დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში პროფ. ჯუმბერ ფარცახაშვილი და პროფ. იორგ უკატი ჩაატარებენ ერთობლივ ოპერაციებს და კონსულტაციებს სისხლძარღვთა რთული და იშვიათი ქირურგიული პათოლოგიების მქონე პაციენტებთან:
- მაღალი ნაკადის სიჩქარის არტერიულ-ვენური მალფორმაციები;
- გენეტეკური მუტაციით გამოწვეული აორტის რკალის, გულმკერდისა და მუცლის აორტის პათოლოგიების სრული პერკუტანული ენდოპროთეზირებები;
- საძილე არტერიების ოკლუზია- სტენოზების და ანევრიზმების დროს;
- აორტის კოარქტაცია ანევრიზმების დროს;
- საძილე არტერიების სტენტირება აორტის სტენტგრაფტის იმპლანტაციით და სხვა.
️ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკა, გერმანიიდან მოწვეული ექიმ-სპეციალისტების და მათ მიერ ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე, ქართველ პაციენტებს აძლევს საშუალებას მორიგი ვიზიტების განმავლობაში დაიგეგმოს და ჩატარდეს, როგორც ქირურგიული ისე სხვა ტიპის, საჭირო მკურნალობა,მათ შორის ისეთი რთული პათოლოგიების, რომლებიც უცხოეთის კლინიკებში გამგზავრებას მოითხოვს.
ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში ჩატარებული მრავალი, სისხლძარღვთა რთული ქირურგიული პათოლოგიების წარმატებული ოპერაციული მკურნალობის უპირატესობაა ევროპული გამოცდილება და ამავე სამედიცინო სტანდარტის სერვისი ქვეყნიდან გაუსვლელად, რომელსაც ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა გთავაზობთ.
პროფ. ჯუმბერ ფარცახაშვილის და პროფ იორგ უკატის კონსულტაციები ჩატარდება 20 და 21 ოქტომბერს.
ჩაწერა წინასწარ!
კონსულტაციაზე ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მობ: ️571 132 833
მობ: ️599 337 828
მის: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. #103.
გისურვებთ ჯანმრთელობას!