ამსტერდამში პირველი ანტინაბახუსევის ბარი გაიხსნა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ეს უცნაური ბარი ჯერჯერობით მხოლოდ პარასკევს, შაბათს და კვირას მუშაობს, სადაც სტუმრები დროს ატარებენ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში. მათ გამოცდილი სპეციალისტები ეხმარებიან ალკოჰოლური სასმელით გამოწვეული მძიმე შედეგების დაძლევაში.

ანტინაბახუსევის ბარი - ეს არის მწვანე ოაზისი, მოხერხებული საწოლებითა და ტელევიზორებით, სადაც ბარში, ალკოჰოლის ნაცვლად იყიდება ჟანგბადი. აქ მომუშავე „ნაბახუსევის ინსპექტორები“ ახდენენ სტუმრების სუნთქვის ტესტირებას მათ ორგანიზმში დარჩენილი ალკოჰოლის დონიდან გამომდინარე. ანუ, ერთგვარი გამომაფხიზლებლების როლს ასრულებენ.

 

 

 

„ადამიანების უმრავლესობა დამეთანხმება იმაში, რომ წვეულების შემდეგი დღე არც თუ ისე პროდუქტიულია. იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ ნაბახუსევს, გვჭირდება კარგი მატრასი, გემრიელი საჭმელი, გართობა და ბევრი ვიტამინები. ეს ყველაფერი თავმოყრილია ანტინაბახუსევის ბარში“ - აცხადებს ბარის ერთ-ერთი დამფუძნებელი იუნ ვერბანტი.

ჟანგბადის ბარი

 

 

ანტინაბახუსევის ბარში მოსულ სტუმრებს სთავაზობენ სპეციალურ სმუსებს, რომლებიც სავსეა ცოცხალი ხილით და ვიტამინებით, ასევე სხვადასხვა რესტორნებიდან მოტანილ უგემრიელეს კერძებს.