აგრესიული ქცევა 18 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ვინაიდან ყველა ბავშვი არის განსხვავებული ტემპერამენტის მქონე, მათი ქცევებიც სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულია. ზოგ ბავშვს მოსწონს ლიდერობა, ზოგს დამკვირვებლობა და ჩვენ არ შეგვიძლია, შევცვალოთ მათი ტემპერამენტი, მაგრამ შეგვიძლია ლიდერ ბავშვს ვასწავლოთ მეგობრების შენარჩუნება და სხვების გათვალისწინება, დამკვირვებელ ბავშვს კი სურვილების და საკუთარი აზრის გაჟღერება.
როდესაც ვსაუბრობთ აგრესიულ ქცევებზე, მინდა დავაკონკრეტოთ ასაკი - ამ ბლოგში, მე ვსაუბრობ 18 თვიდან 3 წლამდე გამოვლენილ იმპულსურ აგრესიულ ქცევაზე, ვინაიდან ბავშვს უჭირს საკუთარი სურვილების კონტროლი და ბოლომდე განვითარებული არ აქვს კომუნიკაციის უნარები და მისი აგრესია ნაკლებად არის სხვების დაშავების სურვილი.
იმის გაცნობიერებას თუ რა შედეგი მოყვება მათ ქცევას, ბავშვები სამი წლიდან იწყებენ, ამიტომ როცა ხედავთ, რომ საგანს ითხოვს ყვირილით, ეცადეთ ჩაუნაცვლოთ ყვირილი მისთვის ადვილად სათქმელი სიტყვით ან ჟესტით, დაასწარით სანამ იყვირებს და გააკეთეთ მისი სურვილის სიტყვიერი გაჟღერება, უმჯობესია ეს გააკეთოთ პირველ პირში, ანუ ისაუბროთ ბავშვის ენით “მე მინდა ბურთი”. ასევე ასწავლეთ კუთვნილებითი ნაცვალსახელები - “ეს ჩემია”, “მე არ მინდა”. ამ სიტყვების დახმარებით შეეცადეთ ასწავლოთ სიტყვიერად გამოხატოს ემოციები, რაც მას დაეხმარება თვითკონტროლის და ემპათიის უნარის ჩამოყალიბებაში.
თუ გამოვალენს თანატოლთან აგრესიულ ქცევას, პირველ რიგში ეცადეთ თქვენი ყურადღება დაზარალებული ბავშვისკენ მიმართოთ. ანუგეშეთ და ამ ქცევით თქვენი ბავშვი მიხვდება რომ სხვისი დაზიანება, არ არის კარგი. ამგვარი ქცევით ის ვერ მიიღებს ყურადღებას. შემდეგ კი ესაუბრეთ, სთხოვეთ გაიხსენოს თვითონ თუ ჰქონია მსგავსი შემთხვევა და თუ მოსწონს როცა ვინმემ ხელი კრა - რას გრძნობდა მაშინ.
გახსოვდეთ, რომ ბავშვის სოციალური ქცევა ყალიბდება დაბადებიდან, ჩვენი ვალია მხარი დავუჭიროთ და წავახალისოთ მათი დამოუკიდებლობა, რაც თავდაჯერებულობას შემატებთ.
ემოციების გამოხატვა ეხმარებათ იყვნენ ემპათიურები, საგნების გაზიარება ზრდის სამყაროსადმი ნდობას, სხვების გათვალისწინება ზრდის კომუნიკაციის ეფექტურიბას - ეს ყველაფერი კი ჯადოსნურად მოქმედებს ორივე ტიპის ბავშვისთვის, ლიდერი სწავლობს თავშეკავებას, დამკვირვებელი კი იწყებს აზრის დაფიქსირებას.
მარიამ გრიგოლია, ქცევის თერაპევტი