აფაზეთისა და ცხინვალში მცხოვრებნი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონიში მცხოვრები სამედიცინო პერსონალი და 65 წელს ზემოთ ადამიანებიც შეძლებენ.

“საქართველოში მიმდინარე იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროსა და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს. მათ შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე,” -აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები, რეგისტრაციას ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში სურვილის დაფიქსირებით შეძლებენ.