7 მითი მაკიაჟის შესახებ
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
თუ ღია ფერის კონსილერს ყიდულობთ, მაკიაჟს პუდრის დახმარებით ისწორებთ და თვლით, რომ ცხიმიანი კანის მაკიაჟისთვის მთავარია გლუვი ეფექტის მიღება, ამ სტატიაში გასაოცარ ინფორმაციას ნახავთ, რომელიც ნამდივლად გამოგადგებათ.
1. არ «აწამოთ» ტუში
არ არის საჭირო ტუშის ფუნჯის ზედმეტად ტრიალი კოლოფში — ამით ფუნჯზე დამატებითი პიგმენტების დატანის ნაცვლად კოლოფში ჰაერს შეუშვებთ, რაც მას გამოაშრობს. უბრალოდ მოხსენით კოლოფს თავი, ამოიღეთ ფუნჯი და გადაისვით წამწამებზე. ერთი ამოსმით ამოღებულ ფუნჯზე საკმარისი პიგმენტია იმისათვის, რომ ორივე თვალის წამწამები აიპრიხოთ!
2. კონსილერი არ უნდა იყოს ღია ფერის
მაშინაც კი, როცა ის მუქი ადგილების და თვალების ქუთუთოების დასაფარად გჭირდებათ, ნუ შეიძენთ ღია ფერს, აირჩიეთ ისეთი, რომელიც მაქსიმალურად ემთხვევა თქვენი კანის ფერს. კონსილერს ისედაც სქელი ტექსტურა აქვს და პრობლემებს იდეალურად დაგიფარავთ. თუ კანზე უფრო ღია ფერს იხმართ, დიდი შანსია მიიღოთ „პანდა-ეფექტი“: თვალის ქუთუთოების ნაწილი მკვეთრად გამორჩეული იქნება სახის სხვა ნაწილისგან.
3. ასაკის მატებასთან ერთად სჯობს უფრო ნათელ ტექსტურებზე გადახვიდეთ
ახალგაზრდა და სწორ სახის კანზე გლუვი (მატირებული) «ფინიში» კარგად გამოიყურება, მაგრამ თუ სახეზე მცირედი ნაოჭები მაინც გაქვთ, გლუვი ეფექტის მქონე პუდრა ან ტონი ამ ყველაფერს კიდევ უფრო გამოკვეთს და თვალშისაცემს გახდის. ასაკის მატებასთან ერთად საჭიროა უფრო ღია ფერებზე გადახვიდეთ, უნდა აირჩიოთ ისეთი საშუალებები, რომელთა შემცველობაში არის მიკრომბზინავი პიგმენტები და ბზინვის ეფექტი — წვრილმანი ნაოჭები ასეთი მაკიაჟის ფონზე კიდევ დიდხანს შეუმჩნეველი დარჩება!
4. ცხიმიან კანსაც სჭირდება მკვებავი საცხი
მცდარია მოსაზრება, რომ ცხიმიანი კანისთვის უმჯობესია თეხელი ფაქტურის მქონე სახის მკვებავი საცხების გამოყენება, მაგალითად გელების ან გელ-საცხების. ცივ სეზონზე ცხიმიან კანსაც სჭირდება კვება და დაცვა, ისევე როგორც მშრალს, ამიტომ, სხვადასხვა მკვებავ ზეთებზე დამზადებული საცხების გამოყენება შესაძლებელი და საჭიროა.
5. არ არის საჭირო მაკიაჟის პუდრით კორექტირება
მაშინაც კი, თუ თქვენი Т-ზონა ზედმეტად ცხიმიანია, ნუ გადაისვამთ მასზე პუდრას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საღამოსთვისი კანზე უამრავი ზედმეტი მაკიაჟი გექნებათ, ფორები გაიჭედება, ხოლო კანი კიდევ უფრო მეტი რაოდენობით სებუმის გამოყოფას დაიწყებს, რადგან პუდრა მას აშრობს. ოპტიმალური ვარიანტი არის პრობლემური ზონის ჩვეულებრივი ქაღალდის ხელსახოცით ნაზად და ფრთხილად გამშრალება.
6. ჯერ მაკიაჟი მოიცილეთ, შემდეგ დაიბანეთ
პოპულარული შეცდომა იმის ფიქრი, რომ დასაბანი საშუალება მაკიაჟსაც მოაცილებს. ვიზუალურად კი, მოაცილებს, მაგრამ ტონალური კრემი ფორებში რჩება. თუ გაღიზიანებული სახის კანი არ გინდათ რომ გქონდეთ, მაშინ ჯერ სპეციალური საშუალებით მოიშორეთ მაკიაჟი და შემდეგ დაიბანეთ სახე.
7. თქვენი კანის ფერი ტონალური კრემი არ არსებობს
სამწუხაროდ, თქვენი კანის ფერთან ძალიან მიახლოვებული ტონიც რომ აარჩიოთ, ის მაინც განსხვავებული იქნება. თუ პერფექციონისტი ხართ, გირჩევთ ცდებისა და შეცდომების მეთოდით შეიმუშაოთ თქვენი ტონის ფორმულა, რომლის მიღებაც შეგიძლიათ 2 ან 3 ტონალური საშუალების არევით, რომლებიც ახლოს არიან თქვენი კანის ფერთან ტონალობით და ასე მიიღოთ უნიკალური ფერი.