7 ფაქტი C ვიტამინის მნიშვნელობის შესახებ


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

დიეტის დროს კვებით რაციონში C ვიტამინით მდიდარი საკვების ჩართვა უფრო მეტად ეხმარება ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე მხოლოდ იმუნური სისტემის გაძლიერებაში მონაწილეობის მიღებაა.

 

C ვიტამინი (იგივე ასკორბინის მჟავა) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიტამინია. მისი მდიდარი კვებითი ღირებულება დაკავშირებულია იმუნიტეტის ამაღლებასთან, თუმცა მარტივი გაციების დროს მალევე მომჯობინების გარდა, ამ სასარგებლო მინერალის როლი გაცლებით დიდია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ანტიოქსიდანტებს ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად ვერ წარმოქმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულარულად მივიღოთ C ვიტამინით მდიდარი საკვები, მაგალითად: წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, ციტრუსები, ბროკოლი, პომიდორი, ბრიუსელის კომბოსტო და ა.შ.

ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ოფიციალური გამოკვლევების თანახმად, ზრდასრულ ქალბატონებს დღეში 75 მგ. C ვიტამინის მიღება სჭირდებათ, ხოლო მამაკაცებს 90 მგ.-ის.

 

 

 

1. C ვიტამინი ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს

    კოლაგენი უზრუნველყოფს ჩვენი თმის, ფრჩხილების, კანის, მყესების, ძვლებისა და სახსრების სტრუქტურის ფორმირებას. ადამიანის ორგანიზმი ნამდვილად დამოკიდებულია C ვიტამინზე, რომელიც ასინთეზირებს ამ მნიშვნელოვან პროტეინს. იცოდით, რომ კოლაგენი, როგორც ამას ბევრი მეცნიერი აღნიშნავს, კანის დაბერებას უშლის ხელს? 2015 წლის სექტებერში გამოქვეყნებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კანზე C ვიტამინის ადგილობრივი გამოყენებით მოიმატა კოლაგენის წარმოქმნამ, რამაც თავისმხრივ ხელი შეუწყო კანის გაახალგაზრდავებას. ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანახმად, ორგანიზმში C ვიტამინის რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვანია ჭრილობების შეხორცების პროცესის უფრო მარტივად წარმართვისთვისაც.

 

2. C ვიტამინისა და რკინის კომბინაცია აუმჯობესებს კანის შეწოვით უნარს

    C ვიტამინის კიდევ ერთი პლუსი ისაა, თუ როგორ მარტივად ურთიერთქმედებს სხვა ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად, მაგალითად ავიღოთ რკინა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და ჩამოყალიბებას, ამასთანავე ჟანბადით მომარაგებისთვისაც მნიშვნელოვანია. სხეულისთვის შეიძლება სახიფათო იყოს მცენარეებში ნაპოვნი რკინის არაჰემური ტიპი, თუმცა ეს მინერალი C ვიტამინთან კომბინაციაში იდეალურია კანის შეწოვითი უნარის გაუმჯობესებისთვის. ამ მხრივ, ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების თანახმად, საჭიროა, მივიღოთ ხორცი და ზღვის პროდუქტები.

 

3. C ვიტამინი დიდ როლს თამაშობს ტვინის ფუნქციონირებაში

    2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული გამოკვლევების მიხედვით, C ვიტამინის კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო იმ მოსწავლეების ორგანიზმში, რომელთაც არ ჰქონდათ შეფერხება შემეცნებით უნარებთან დაკავშირებით. ავსტრალიაში ქუინსლენდის უნივერსიტეტის თანახმად, მეტი C ვიტამინი შეგვიძლია, დავუკავშიროთ აზროვნების გაუმჯობესებას. როგორც ჩანს, ეს საჭირო ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნეიროტრანსმიტერისს პროცესში, რაც უზრუნველყოფს ტვინიდან სხეულის სხვადასხვა ნაწილში საჭირო შეტყობინებების გაგზავნას.

 

4. C ვიტამინის ანტიოქსიდანტური თვისებები გვიცავს ქრონიკული დაავადებებისგან

    ადამიანის ორგანიზმში ანტიოქსიდანტები მოქმედებენ თავისუფალი რადიკალების გასანეიტრალებლად, რომლებიც წარმოქმნიან უჯრედებისა და ქსოვილების დამაზიანებელ არასტაბილურ და მავნე ნივთიერებებს. ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ, დაგვიცვან ისეთი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებისგან, როგორიცაა სიმსივნე ან გულის პრობლემები, ამიტომ პროფელაქტიკისთვის მნიშვნელოვანია, რეგულარულად მივიღოთ C ვიტამინის საჭირო დღიური ნორმა.

 

5. C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას.

    ამ ვიტამინის ყველაზე ცნობილი სარგებელი ალბათ ისაა, რომ იგი დადებით გავლენას ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემაზე. 2017 წლის ნოემბერში „Nutrients“-ში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, C ვიტამინი ამცირებს ქსოვილის დაზიანებით პოტენციალს და ხელს უწყობს მიკრობების მოკვლას. ოფიციალურადაა დამტკიცებული, რომ ამ ვიტამინის დეფიციტი ზრდის ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს. გაციების დროს C ვიტამინის მიღება მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებისთვის.

 

6. C ვიტამინი შესაძლოა დაგვეხმაროს კიბოს მკურნალობის პროცესში

    C ვიტამინით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულით შედგენილი დიეტური რაციონი ამცირებს კიბოს გარკვეული ტიპების განვითარების რისკს, მაგრამ გაურკვეველია, ეს დაკავშირებულია C ვიტამინის შემცველობასთან თუ ზოგადად ჯანსაღ კვებასთან. ამ მხრივ გამოკვლევები დაუსრულებული არაა, მაგალითად, 2015 წლის ნოემბერში კორეის საოჯახო მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით,  კავშირი ვერ მოიძებნა C ვიტამინსა და კიბოს პროფელაქტიკას შორის. ამის მიუხედავად შესაძლებელია, რომ ამ სასარგებლო მინერალმა სხივური და ქიმიოთერაპიები უფრო ეფექტური გახადოს. 2019 წლის თებერვალში ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ C ვიტამინის მაღალი დოზის მიღება ხელს უწყობდა ძუძუს კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ბუნებრივია, კომბინირებული იყო სიმსივნური დაავადებისთვის საჭირო პრეპარატებთან. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიეტური კვების დროს ამხელა დოზების მიღება დაუშვებელია, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა.

 

7. ანტიოქსიდანტებით მდიდარი C ვიტამინი აუმჯობესებს მხედველობას

    ამერიკის ოფთამოლოგთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ C ვიტამინს შეუძლია კატარაქტის განვითარების რისკის შემცირება. გამოთქმულია ვარაუდები იმის შესახებაც, რომ ეს ვიტამინი ანელებს ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის პროცესს მისი ანტიოქსიდანტური თვისებების გამო. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივად რაიმე დანამატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე მიზანშეწონილი არაა.