6 მითი სიყვარულზე - რაც ხელს უშლის ბედნიერ ურთიერთობებს
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
რით განსხვავდება ნამდვილი სიყვარული დამოკიდებულებისგან? რომელი გავრცელებული მითები ახდენენ მდედრობითი სქესის დეორიენტაციას და უშლიან ხელს სერიოზულ ურთიერთობებს? სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში.
თმენა – არის ქალის ბედი
ქალების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ბედნიერება ეფემერული გაგებაა, ამიტომ, მთავარია ის, თუ როგორ გამოიყურები გვერდიდან. მთავარია (და არამხოლოდ ერთადერთი) მამაკაცისთვის სიამოვნების მინიჭება, სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ქალს კი ესეც არ სჭირდება. ქალის სატარებელი მძიმე ჯვარია ღალატის, დამცირების და სხვა მრავალი უმსგავსობის ატანა ცოლ-ქმრული ან მამაკაცთან ურთიერთობის პირობებში, სხვაბმა რამე ცუდი რომ არ იფიქრონ, ნებისმიერ სიტუაციაში ქალმა თავი ბედნიერად უნდა მოაჩვენოს ყველას და გაიღიმოს.
თუ ქალს ჩამოყალიბებული აქვს ასეთი წესი, ის მუდმივად ეჭვიანობს, უთვალთვალებს ქმარს, ცდილობს გააკონტროლოს ის, ფარულ ცხოვრებაში ამხილოს და ა.შ. ამ ქცევით ქალი კიდევ უფრო უბედურს ხდის საკუთარ ცხვორებას და რაც ყველაზე უარესია, შვილები, რომელბიც მშობლების ასეთი არეული ურთიერთობების მომსწრენი ხდებიან, ძალაუნებურად ემსგავსებიან მათ და სამომავლოდ მათ ცხოვრებაშიც იგივე მეორდება. დედა თითქოს მემკვიდრეობით გადასცემს უბედურებას შვილებს.
ყურადღება მიაქციეთ როგორი ინტონაციით ყვებით საკუთარი სიყვარულის ისტორიას. თუ ეს არის დამცირებისა და ტანჯვის უწყვეტი ჯაჭვი, უსამართლობისა და წყენის მუდმივი ატანა, მაშინ ზემოთ აღწერილი ქცევის მოდელი თქვენზეა...
ბედნიერი ვიქნები, თუ რაიმე ექსტრაორდინალურს გავაკეთებ
თუ ლამაზი, ტანადი ვიქნები, წარჩინებით დავამთავრებ სასწავლებელს, კოსმოსში გავფრინდები, წიგნს დავწერ და სახელს გავითქვამ - ბედნიერი ვიქნები...
ასე ფიქრობენ ის გოგონები, რომლებსაც მშობლები ბავშვობიდან უჩიჩინებენ: «ჯერ ისწავლე, დაამტკიცე, რომ ადამიანი ხარ, განათლება მიიღე და შემდეგ შეგიძლია პირად ცხოვრებაზე იფიქრო». ამ დროს, განვლილ ბავშვობას როცა იხსენებს ადამიანი ვერ პოულობს იმ მომენტს, როცა მშობლები გულახდილად თბილები იყვნენ და უბრალოდ უყვარდათ...
ფაქტია, მანამ, სანამ ქალი საკუთარ თავზე მუშაობს, იღებს განათლებას და ხდება სრულყოფილი - დრო გადის. ჩვევა, იცხოვრო ისე, რომ მუდმივად გადადო მთავარი გადაწყვეტილებების მიღება, ადამიანს სხვისი სურვილების კონვეირის წინაშე აყენებს, ის იძულებული ხდება სხვისი სურვილები შეასრულოს მანამ, სანამ თავისას მიხედავს. «ახლა ამის დრო არ არის!» ფიქრობს ადამიანი საკუთარ სურვილებზე, გავა ერთი საათი და ხვდება, რომ «უკვე გვიანია».
უკულტურობაა მამაკაცთან სიახლოვის სურვილის საჯაროდ გამოხატვა
როცა მამაკაცი, რომელიც ქალს აინტერესებს ნაკლებ ინტერესს იჩენს თავის მხრივ, ქალი ხშირად იმის საწინააღმდეგოდ რეაგირებს, რასაც სინამდვილეში განიცდის.
ყურადღება მიაქციეთ საკუთარი სახის გამომეტყველებას, როცა რჩეულ მამაკაცს ესაუბრებით. ასევე გააკონტროლეთ ხმის ტემბრი. ნუ იქნებით არაადეკვატური.
მამაკაცი და ქალი – ერთი მთლიანის ორი ნაწილია
ამ თეორიის მიხედვით გამოდის, რომ მარტოხელა ადამიანი არასრულფასოვანია. არადა სინამდვილეში ბედნიერები არიან მხოლოდ სრულყოფილი, პოზიტიური და ჰარმონიული ადამიანები, რადგან ისინი ახდენენ საკუთარი ოცნებების და სურვილების რეალიზებას და არ ელიან რაიმე საბედისწეროს.
მითი მეორე ნახევრის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოთ, როცა საქმე ეხება პასუხისმგებლობას, რომელსაც წყვილი ატარებს თანაცხოვრების დროს. მაგალითად, მამაკაცისა და ქალის წვლილი არათანასწორია, როცა კაცი ერთპიროვნულად წყვეტს სად და რა სიხშირით უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, სად იცხოვრონ, ხოლო ქალი მორჩილად მიყვება; ამით ქალი კარგავს თავის აქტივებს – საკონტროლო პაკეტი მამაკაცს რჩება. თეორია და იმის მტკიცება, რომ «ჩვენ – ერთნი ვართ!» - უნდა აღნიშნავდეს გარკვეულ ურთიერთობას და არა ერთმანეთში აღრევას, მითუმეტეს მონურ მორჩილებას.
შინაგანი ხმა მიკარნახებს ვინ არის ჩემი მამაკაცი
გული აგიჩქარდება და ეგრევე მიხვდები რომ ის შენი ადამიანია - ამ სიტყვებს ხშირად მოისმენთ, თუმცა გულის აჩქარებული ცემის ახსნა მარტივია: ამ შემთხვევაში მუშაობს სენსორულ-ემოციონალური ასოციაციების მარტივი მექანიზმი. «ის» გახსენებთ მაგალითად მშობელს - საერთო შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, ინტონაციით ან სხვა რაიმე დეტალით. მთელი სხეული რეაგირებს ამ დროს იმ დანახულ მსგავს წვირლმანზე და რა მერე?
მშფოთვარე ქალი ყოველთვის არიჩევს იმას, რაც უკვე იყო. ახალი ოჯახური თანაცხოვრება წარმოდგენაში ჩნდება, რადგან ის უკვე «ძველი» ცხოვრებაა. რისკიანი ქალი პირიქით, დაეყრდნობა კონტრასტულ ასოციაციებს და დაიწყებს ისეთი მამაკაცის ძებნას, რომელიც მამამისს არ ჰგავს. ასევე მოიქცევა ის გოგო, რომელიც სკეპტიკურად აფასებს დედის მიღწევებს და თვლის, რომ მის ადგილას დიდი ხნის წინ გახდებოდა ვარსკვლავი.
ჩემს მამაკაცს ნახევარი სიტყვიდან ესმის ჩემი
სამწუხაროდ, საზოგადოების კულტურაში დღემდე არ არის გამომუშავებული წყვილების, ოჯახების, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებში არსებული პრობლემების განხილვა. თუ მშობლებისგან საკუთარი განცდების გამხელის სანაცვლოდ დასჯა მიიღო ადამიანმა, ის ნაკლებად ეცდება ამ თემას ოდესმე კიდევ შეეხოს.
წყვილების უმრავლესობა შორდება ისე, რომ ერთმანეთს არც კი იცნობენ. მამაკაცების და ქალების უმრავლესობას ერთმანეთზე გული უცრუვდებათ ისე, რომ ერთმანეთის საუკეთესო პიროვნული თვისებების დანახვაც კი ვერ შეძლეს. როცა ადამიანს უყვარდება საკუთარი პროექცია, უსმენს მის ზურგსუკან არსებულ ჩრდილს, ამით პირადულ მარცხს აჩქარებს და ვერ ახერხებს მეტად გაერკვეს საკუთარ ცხოვრებაში.
და ბოლოს - სიყვარულის მთავარი პარადოქსი არის ის, რომ ჩვენ ინფანტილურ „მე“-ს უყვარდება ჩვენი იდეალური „მე“, რომლის პროეცირებასაც ვახდენთ მამაკაცზე. სინამდვილეში ადამიანს არ შეუძლია იმის გარეშე ცხოვრება, რაც უკვე მისი ნაწილია.