6 ინტიმური საკითხი საშოს შესახებ, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ქალის ჯანმრთელობის ინტიმური საკითხები არის ის თემა, რაც ყველა ქალს აინტერესებს. შესაბამისად, შეკითხვები ამ სფეროში მრავლადაა, რომელთა პასუხების ნახვა შეგიძლიათ ამ სტატიაში.
- შარდვისას აღგზნება - ის, რასაც ზოგიერთი ქალბატონი აღნიშნავს, ითვლება ნორმალურად, როგორც ამას ქეით ჰოლოვეი, ექიმი - გინეკოლოგი სან-ანტონიოს ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტიდან, აღნიშნავს. ქალები განსხვავდებიან ერთმანეთისგან შეგრძნების დონეზე და აღგზნების ინტენსივობა და სიტუაციაც განსხვავებულია ერთმანეთისგან. თუ, რა თქმა უნდა, ეს დისკომფორტს გიქმნით, უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, გვირჩევს ის.
- თეთრი გამონადენი, უსიამოვნო სუნით - ბევრი ქალი აღნიშნავს ამ პრობლემის შესახებ, რაც დამაფიქრებელია მართლაც. ზოგადად, გამონადენი გინეკოლოგიაში ნორმად ითვლება, თუმცა თუკი ამას უსიამოვნო სუნი ახლავს თან და დისკომფორტს ქმნის, შეიძლება რომელიმე დაავადების ნიშანიც კი იყოს. აუცილებელია ამისთვის სათანადო გამოკვლევის ჩატარება.
- თვის განმავლობაში რამდენიმე მენსტრუალური ციკლის არსებობა - როგორც წესი, მენსტრუალური ციკლი 25-დან 35-მდე ხანგრძლივობით მერყეობს. თუმცა დარღვევას უკავშირდება მისი ხშირი განმეორება თვის მანძილზე, რაც შეიძლება მიანიშნებდეს ჰიპოთირეოზზე, ჰორმონული ბალანსის დარღვევაზე, ან ოვულაციის შეწყვეტაზე. ამის გამოსარკვევად კი აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნაც.
- იოგას გაკვეთილებზე საშოდან ხმის გამოცემა - ის, რასაც ქალბატონები, ვინც იოგას მისდევს ხშირად აღნიშნავენ. ამის მიზეზია ის, რომ სასურველი პოზის მიღებისას საშოში ხვდება ჰაერი, ხოლო მდგომარეობის ცვლილებისას კი ჰაერი იქიდან გამოიდევნება, რასაც ახლავს შესაბამისი ხმაც. ამის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია ტამპონის გამოყენება, რაც თავიდან აგაცილებთ საშოში ჰაერის მოხვედრას და უხერხულობას ვარჯიშისას.
- როგორ შევებრძოლოთ აკნეს ინტიმურ ზონებში - სინამდვილეში ეს შეიძლება იყოს არა აკნე, არამედ კანის გაღიზიანება ინტიმურ ზონებში ეპილაციისას ან საპარსით არასასურველი თმის მოცილებისას. შეგიძლიათ მიმართოთ დეპილაციას ან ლაზერულ ეპილაციას ან თავი შეიკავოთ გაღიზიანების ჩაცხრობამდე კანის შემდგომი გაღიზიანებისგან. გამწვავების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
- რატომ არის სასქესო ბაგეები ასიმეტრიული? - ეს არის შეკითხვა, რომელსაც ქალბატონები ხშირად სვამენ. თუმცა აღნიშნულიც არ წარმოადგენს განსაკუთრებით საგანგაშო რამეს, თუ ესთეტიკური თვალსაზრისით დისკომფორტს არ უქმნის ქალბატონებს. ასეთის შემთხვევაში არსებობს ლაბიოპლასტიკის შესაძლებლობა, რომელსაც მიმართავენ ასიმეტრიის გამოსასწორებლად. Journal of Sexual Medicine -ის კვლევის თანახმად, გამოკითხულ 37% -ს მიუმართავს ამ პროცედურისთვის ესთეტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე.
გინეკოლოგების სანახავად გადადით ბმულზე : გინეკოლოგი