5 საფრთხე რომელიც აუზში, ბასეინში და ჯაკუზსში გელოდება
მოდი ჯერ ეს გავიხსენოთ...
ზაფხულია ცხელა, ცხელა, ბუღი ასდის ქალაქს... შენ და შენი მეგობრები კი გასაგრილებლად სხვადასხვა საშუალებას ეძებთ. ამ დროს, ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსავალი, რა თქმა უნდა, ბასეინზე სიარულია.
გაგრილება კარგია, თუმცა არ უნდა დაივიწყო საფრთხეები, რომლებიც შეიძლება იქ გელოდებოდნენ:
ანთება
არა მხოლოდ ჯაკუზები, არამედ ნებისმიერი სივრცე ცხელი და ბუშტუკებიანი წყლით - მათ შორის აუზებიც, სხვადასხვა დაავადების განვითარების პროვოცირებას ახდენენ. ასეთი ადგილების სტუმრობისას, შეიძლება “აიკიდო” ფილტვების ფოკალური ანთება ან თუნდაც გრანულომა. ამ დროს ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ხველა, სისუსტე, სიცხე, სუნთქვის გართულება.
თუ კი ეს სიმპტომები გაქვს გეყოფა ბუშტუკებით გართობა და მალე მიდი ექიმთან!
ფოლიკულიტი
ეს ჯაკუზის მოყვარულებში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
თუ კი თმიან ადგილებში ჩირქოვან გამონაყარს შეამჩნევ ე.ი. საქმე ფოლიკულიტან გაქვს. ნუ, ამ შემთხვევაში არაფერი საგანგაშო. შეიძლება ყველაფერი ექიმებისა და წამლების გარეშეც მოგვარდეს. მაგრამ რად გინდა დაჩირქებულმა რომ იარო? ამიტომაც, როდესაც წყლიდან ამოხვალ, ცხელი წყლითა და საპნით კარგად დაიბანე.
ისე, თუ კი მომუშავე პერსონალთან დააზუსტებ, რამდენად ხშირად ამოწმებენ წყლის დაბინძურების დონეს უკეთესი იქნება. საუკეთესო ვარიანტი, რაც შეიძლება მოისმინო - დღეში 2ჯერაა. თუ კი ისინი გაოცებულ სახეებს მიიღებენ და გკითხავენ ეგ რა არისო, სასწრაფოდ გაიქეცი მაგ ადგილიდან!
ლეგიონელა
კიდევ ერთი პნევმონიის მიზეზი შეიძლება ბაქტერია ლეგიონელა გახდეს. აქაც იგივეა რაც წინა პუნქტში: დაიბანე, დაკითხე პერსონალი, თუ საჭირო გახდა გაიქეცი!
საშარდე გზების ინფექცია
ასეთი შემთხვევები საკმაოდ ეგზოტიკურია, თუმცა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი ნიუ-იორკში 38 წლის კაცს შეემთხვა: მასაჟის აბაზანის შემდეგ მას უროსეფსისი დაემართა. როგორც შემდეგ გაირკვა, ის აბაზანაში ცოლთან ერთად იყო. რას აკეთებდნენ მითითებული არაა, მაგრამ ექიმის აზრით, ამან "ინფექციის რისკი გაიზარდა". დასკვნები შენთვის მომინდია.
ალერგია
ბევრი ვისაუბრე იმაზე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს მოუწესრიგებელმა საზოგადოებრივმა ბასეინებმა თუ ჯაკუზებმა, მაგრამ გინდ სიბინძურეში, გინდ სისუფთავეში ალერგიის საფრთხე მაინც ყველგანაა. შეიძლება ალერგია სულაც წყლის გამწმენდმა საშუალებებმაც კი მოგცეს. ამიტომაც, თუ კი ოდესმე ქიმიურ ნივთიერებებზე ალერგიული რეაქციები შეგინიშნავს, ჯობს მსგავს ადგილებს შეეშვა და გაგრილების სხვა გზები იპოვო.
მონახეთ ექიმები : 5000+ ექიმი
მონახეთ კლინიკები : 1000+ კლინიკა