5 მიზეზი თუ რატომ სუქდები სამსახურში
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
შვებულებები დასრულდა და დროა კვლავ ყველა საკუთად მაგიდას, სკამს, კომპიუტერს, ჭიქასა და სამუშაო განწყობას მიუბრუნდეს.
ალბათ ზაფხულისთვის თვეები ემზადებოდი, დიეტობდი ვარჯიშობდი... თან ზაფხულშიც წონაში კარგად დაიკელი და შენი თავი ძალიან მოგწონს. მაგრამ თუ მიგიქცევია ყურადღება, რომ სამსახურში ყოველთვის იმატებ წონაში? რატომ ხდება ასე? აი, 5 მიზეზიც:
- თანამშრომლები არიან ყველაფერში დამნაშავეები - ისინი გიბიძგებენ, რომ ბევრი და კალორიული რამეები შეჭამო. აბა, გაიხსენე რამდენჯერ უთქვამთ: "წამო ხინკალი ვჭამოთ, საცხობში ჩავალ და რა ამოგიტანო, მოდი რამე კაი გამოვიძახოთ" და ა.შ.
- ოფისში ცივა - კვლევებმა აჩვენეს, რომ, როდესაც ადამიანის ორგანიზმი სიცივეს გრძნობს კანქვეშა ცხიმების შეაგროვებას იწყებს. ამიტომ, თუ არ გინდა წონაში მომატება, დაუწიო კონდიციონერს!
- ფანჯარა არ გაქვს - ამერიკელი ექსპერტები ამტკიცბენ, რომ მზე და სინათლე ორგანიზმს არა მხოლოდ ენერგიით ავსებს არამედ მეტაბოლიზმის პროცესსაც ცოტათი ანელებს.
- სტრესის ქვეშ ხარ - როდესაც სამსახურსი სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდები ორგანიზმი ცხიმებითა და შაქრით შეეცდება მასთან გამკლავებას.
- არ გაქვს არც ძილის და არც ვარჯიშის დრო - დევხარ ასე ოფისში გაუნძრევლად და წონაშიც იმატებ და იმატებ...
მაგრამ არ იღელვო, ყოველთვის არაჩვეულებრივი იქნები, ზედმეტი 5 კგ-ითაც კი!
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა