5 მავნე ჩვევა, რომლებიც ძალიან საშიშია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

გარესამყარო დატვირთულია სხვადასხვა სახის მოვლენებით, სიტუაციებით, რაც პირდაპირ, და რიგ შემთხვევებში ძალიან უხეშად ზემოქმედებს ადამიანის ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს გარშემო ნეგატივი უფრო ჭარბობს, ვიდრე პოზიტივი, რაც ადამიანისგან შინაგანი ძალების, ფსიქიკისა და ნებისყოფის მობილიზებას მოითხოვს, ეს კი თავის მხრივ სტრესულ მდგომარეობაში გვაგდებს. გარდა გარესამყაროში მიმდინარე მოვლენებისა, ადამიანებს გვახასიათებს გარკვეული ჩვევები, მათ შორის ჭარბობს ისეთები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ჩვენს ჯანმრთლობაზე, სხვა სიტყვებით ჩვენ მათ „მავნე ჩვევებს“ ვუწოდებთ.


 «თანამედროვე ცხოვრება ძალიან მავნებელია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის»

ეს სიტყვები ცნობილ ფსიქოლოგ ჟან-ჟანგეს ეკუთვნის.

ზემოთ მოყვანილი ციტატა მოკლე, მაგრამ სერიოზული განაცხადია, რომელზეც ბევრი ჩვენგანი ალბათ დაფიქრებულა კიდეც, მაგრამ ხმამაღლა საუბარს რატომღაც ყველა ერიდება. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც თითქმის ყველაფერი გვაქვს - საკმარისია „ხელი დავაჭიროთ ღილაკს“... თუმცა, ფაქტია, რომ ე.წ. „ჰაიტექ“-ის ეპოქაში ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ჩვენ წინაპრებთან შედარებით, ჩვენი ცხოვრების პირობები გაცილებით უკეთსია. მაგალითად სიცხისგან თავის დასაცავად კონდიციონერი გვაქვს, ვიყენებთ მიტანის სერვისს, სარეცხის მანქანა გვაქვს და ა.შ.

ადამიანს დღეს ნამდვილად არ სჭირდება ისეთი ფიზიკური შრომის გაწევა, როგორც ეს მანამდე უწევდა და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ნაკლები დრო და მეტი სტრესი გვაქვს.

კარგად თუ დავუფიქრდებით და დავაკვირდებით - ჩვენ შევქმენით სამყარო, სადაც მენტალურად და ფიზიკურად ვიტანჯებით.

ტექნოლოგიების წყალობით ჩვენი ცხოვრება გამარტივდა, თუმცა მთელ რიგ საკითხებში ეს უკეთესობის კუთხით ნამდვილად არ მომხდარა. ადამიანებს სჭირდებათ სუფთა ჰაერი, მზის სინათლე, ნატურალური საკვები და ფიზიკური ვარჯიში, სოციალური კავშირი იმისათვის, რომ იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით.   

თანამედროვე ცხოვრება ვერ უზრუნველყოფს ამ ყველაფერს მთლიანობაში, რაც საბოლოოდ იწვევს კიდეც ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისს.

ამ სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ ადამიანებში გავრცელებული 5 ჩვევა, რომლებიც ძალიან ბევრს ახასიათებს და ამით იუარესებენ ფსიქიკურ მდგომარეობას.

 

1. არასაკმარისად მოძრაობა

თანამედროვე ადამიანს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „ჯანმრთლობანაკლული“. უცხო არავისთვის არის, როგორი მასიური გახდა გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და სხვა, სრულიად ახალგაზრდა ასაკში. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ საკუთარი თავი შემოვსაზღვრეთ ტექნოლოგიებით, გაჯეტებით, გადავეჩვიეთ ბუნებასთან ახლოს ყოფნას. არადა სწორედ ბუნება აიძულებს ადამიანს იმოძრაოს და ამის საფუძველზე მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება.

მეცნიერულად დადგენილია, რომ ფიზიკური ვარჯიშის გარეშე, ადამიანის ჯანმრთელობა ზიანდება, ეწყება შფოთვა და დეპრესია.

2. უსარგებლო ნივთების შეძენა

ადამიანებზე ადვილად ახდენს გავლენას გარშემომყოფთა ჩვევები, და სამწუხაროდ, ხშირად იმიტომ რომ სხვამ შეიძინა, ან იმიტომ, რომ შეივსონ ცხოვრებისეული სიცარიელე - ადამიანები ყიდულობენ ისეთ ნივთებს, რაც რეალურად არაფერში სჭირდებათ. მთელი რიგი კვლევებით დამტკიცებულია, რომ ეს ადამიანს ვერ აბედნიერებს, რადაგნ ბედნიერებას ვერ იყიდი. პირიქით, უსარგებლო ნივთების დაგროვება კიდევ უფრო მეტ შფოთს და სტრესს იწვევს.

3. უძილობა

უძილობას, შფოთვასა და დეპრესიას პირდაპირი კავშირი აქვთ ერთმანეთთან. ადამიანს სჭირდება ხარისხიანი ძილი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუმცა, თანამედროვე ცხოვრებას ამის უზრუნველყოფა ნამდვილად არ შეუძლია.

4. გაჯეტების გამოყენებისადმი მიდრეკილება

ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი გახდა მობილური ტექნოლოგიები, ადამიანებში გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რიცხვი. სამეცნიერო კვლევების თანახმად დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში ემართებათ დეპრესია.

5. ბუნებაში ნაკლებად ყოფნა

ადამიანს სჭირდება ბუნებასთან სიახლოვე და სუფთა ჰაერი იმისათვის, რომ გონება-განწყობა დაიმშვიდოს, პოზიტივით აივსოს, განიტვირთოს. ბუნებრივი მზის სხივების ქვეშ იშვიათად ყოფნა ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობას იწვევს, რასაც თავის მხრივ ჯანმრთელობის დამაზიანებელი მთელი რიგი უარყოფითი მოვლენების განვითარება ახლავს თან.

ჩვევა ისეთი რამ არის, რომელიც არც თანდაყოლილია და არც შეუცვლელი. ამიტომ მავნე ჩვევის „გადაჩვევა“ სრულიად თავისუფლად არის შესაძლებელი, თუკი ადამიანი გააცნობიერებს, რომ ჯანმრთელობას იზიანებს, ცხოვრებას ირთულებს და მათ გარეშე გაცილებით უკეთესად იქნება.

მართეთ საკუთარი თავი, მოიშორეთ მავნე ჩვევები, მიეცით საკუთარ ორგანიზმს და ფსიქიკას საშუალება იყოს დასვენებული და რაც მთავარია ჯანსაღი!

 

Tsamali.ge  გისურვებთ ჯანმრთლობას!