5 გზა მამაკაცის გულის მოსაგებად
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ქალი, რომელიც ამ მომენტებზე ყურადღებას ამახვილებს, არის ის, რომელთან ერთად ცხოვრებაც მინდა.
ეს არის იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა გაკეთბაც ქალს შეუძლია მამაკაცის გულის მოსაგება. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ძალიან ბევრი მამაკაცი ფიქრობს ასე.
მაშ ასე:
1. ის უნდა მცნობდეს
ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც შეგვიძლია ადამიანს მივცეთ - ეს არის მის გვერდით ყოფნა მთლიანად და მთელი გულით. მისი მოსმენა, თვალ-ყურის დევნება, ჩვენება, რომ ყველაფერს ხედავთ და ცდილობთ გაუგოთ, რომ აფასებთ იმის გამო, რასაც აკეთებს. თუ გსურთ მამაკაცის გული მოიგოთ, შეეცადეთ შეიცნოთ და გაიცნოთ ის - დაინახოთ, მოუსმინოთ და დაანახოთ, რომ მის სულსა და გულს ხედავთ.
თქვენ გაოცებული დარჩებით რამხელა სულიერ სიახლოვეს და სინაზეს გამოიწვევს ეს მასში.
2. ის უნდა დატკბეს იმით, რასაც და როგორც აკეთებთ
მამაკაცისთვის ყველაზე მეტად სასიხარულოა საკუთარი სხეულის, ძალის, უნარისა და ცოდნის გამოყენება რაიმეს გასაკეთებლად. შეიძლება ის კარგ კერძებს ამზადებდეს, ვარჯიშობდეს, ან უბრალოდ ავეჯის გადაადგილებაში გეხმარებოდეთ — თვალყური ადევნეთ, აჩვენეთ, რომ მოგწონთ ის, რასაც აკეთებს. უთხარით, რომ სექსუალურია, როცა რამეს აკეთებს. მამაკაცებს ძალიან აკლიათ კომპლიმენტები.
3. უთხარით როგორ მოქმედებს მისი დანახვა თქვენზე
თუ მუცელში პეპლები დაფრინავენ, როცა მის გვერდით ხართ, თუ გული უფრო ხშირად გიცემთ, როცა ის რამეს ამბობს ან აკეთებს, თუ აღგაგზნებთ მისი კოცნა - აუცილებლად უთხარით ამის შესახებ. არ დაუმალოთ თქვენი გრძნობები, როცა მის გვერდით იქნებით, ასე მამაკაციც მეტ სიახლოვეს და სითბოს გამოხატავს. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენთვის ბევრს ნიშნავს და ამის შემდეგ თქვენთან გატარებული ყოველი წამი დაამახსოვრდება.
4. იყავით ყოველთვის მის გვერდით
ყოველთვის კარგი სიტუაცია არ იქნება და სწორედ რთულ პერიოდში არის საჭირო, რომ მის მიმართ მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატოთ. არასოდეს მიატოვოთ. სავალდებულო არ არის რჩევებით და დახმარებით თავი მოაბეზროთ, უბრალოდ გამოხატეთ ზრუნვა და ყურადღება.
მამაკაცების უმრავლესობას არ უყვარს ბევრი საუბარი და მითუმეტეს პრობლემების განხილვა. მაგრამ ეს სუალაც არ ნიშვნავს, რომ მას არ სურს ქალი ჰყავდეს გვერდით. პირიქით, მას უნდა იცოდეს, რომ ის ყოველთვის გვერდით იქნება, მაშინაც კი, როცა პრობლემები აქვს და ყველაფერს თავს ვერ ართმევს. თუ ქალი ბოლომდე მხარდაჭერას გამოხატავს მამაკაცის მიმართ, თუ ეტყვის, რომ ზოგჯერ სისუსტე ნორმალურია - მამაკაცი გულს გადაუშლის.
ეს ძალიან რთულია, საჭიროა მოთმინება, მაგრამ თუ თავს გაართმევთ აუცილებლად მოიგებთ მამაკაცის გულს.
5. გაიგეთ რა აინტერესებს
დიახ, მამაკაცი და ქალი სამყაროს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და ეს მშვენიერია. ქალის სამყარო უფრო მგრძნობიარე, ნაზი, დინამიური და ხშირად ცვალებადია. მამაკაცს უჭირს ამის სწრაფად გაგება. თუმცა, ის ძალიან მოინდომებს როცა დაინახავს, რომ მისი საყვარელი ქალიც ინტერესდება კაცური სამყაროთი. დაუსვით მას შეკითხვები, სთხოვეთ აგიხსნათ რამე, მაგალითად ექსტრიმი საბრძოლო ხელოვნებაში ან ავტომობილებში - თქვენ გაოცებული დარჩებით, რამდენად გაახარებთ მას და როგორ გაიხსნება თქვენთან!