4 დესერტი, რომლებიც შეგიძლიათ დიეტის დროსაც მიირთვათ
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: პურს და წყალს შეგიძლიათ გემრიელ დესერტებთან უღალატოთ და ეს არანაირ ზიანს არ მოუტანს თქვენს სხეულს! მთელი საიდუმლო არის ინგრედიენტებში.
შოკოლადის მუსი
ეს დესერტი მართალია მთლად ბრაუნი არ არის, მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება მას.
აურიეთ კაკაო დანამატებისგან თავისუფალ იოგურტში. ცოტაოდენი ვანილი და ბანანი.
აურიეთ ბლენდერით ყველა ინგრედიენტი სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას, მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში და შედგით მაცივარში რამოდენიმე საათით, უმჯობესი იქნება თუ მთელი ღამით გააჩერებთ იქ. დილით მიიღებთ უგემრიელეს, ნაზ და ტკბილ დესერტს.
როცა დიეტას დაასრულებთ, შეგიძლიათ კომპონენტები შეცვალოთ: კაკაო - შოკოლადით, ხოლო იოგურტი - ცხიმიანი ნაღებით. ოღონდ აკონტროლეთ, რომ ხელახლა დიეტის დაცვა არ დაგჭირდეთ.
ჩიზქეიქი
თავიდანვე გეტყვით — ჩიზქეიქი, რომელსაც გთავაზობენ კაფეები და ბარები, დიეტის დროს არ გეჭმევათ. მაგრამ თუ მოამზადებთ თავად და საჭირო ინგრედიენტებით, შეძლებთ საკუთარი თავი გაანებივროთ კიდეც და სხეულის ფორმაც შეინარჩუნოთ.
ბისკვიტისთვის დაფხვენით ორცხობილა ბლენდერის დახმარებით. ზეთის ნაცვლად დაამატეთ ვაშლის წვენი — თქვენ მიიღებთ პლსატელინის მსგავს მასას. გააბრტყელეთ ეს მასა საცხობი ფორმის ძირზე და შედგით მაცივარში.
სანამ ცომი ცივდება, ათქვიფეთ უცხიმო ხაჭო ლიმონის ცედრასთან და წვენთან ერთად. დაამატეთ შაქარი ან შაქრის შემცვლელი და 1 ს/კ სახამებელი. შემდეგ მიღებული მასა თანაბრად გადაანაწილეთ გაციებულ ორცხობილას ცომზე.
ახლა მთავარი: ჩიზქეიქიან ფორმას ათავსებთ წყლიან ქვაბში (წყალი ნახევრამდე რომ წვდებოდეს ფორმას). ამ რთულ კონსტრუქციას ათავსებთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და აცხობთ 1 საათის მანძილზე. ნუ იჩქარებთ დესერტის დაგემოვნებას, ღუმელიდან გამოღების შემდეგ კარგად გააციეთ და შემდეგ დამატებით მაცივარში შედგით რამოდენიმე საათით.
ნაყინი
გაითვალისწინეთ, რომ ამ დესერტის მომზადება თქვენგან მოთმიებას მოითხოვს, რადგან მოსამზადებლად რამოდენიმე საათი დაგჭირდებათ. 1 ჩ/კ შაქარი გახსენით წყალში და დადგით ცეცხლზე.
მუდმივად ურიეთ, შესქელებამდე მიიყვანეთ და შემდეგ ერთ წუთში გადმოდგით.
შეაგრილეთ და შედგით მაცივარში. სანამ მასა ცივდება ათქვიფეთ ბლენდერის დახმარებით 3 ც ბანანი. აურიეთ შაქრიანი წყალი და ბანანის პიურე. მიღებული მასა ხელახლა შედგით საყინულეში რამოდენიმე საათით.
ყოველ 1 საათში გამოიღეთ და ხელახლა ათქვიფეთ ბლენდერით, რათა ნარევი არამარტო გემრიელი, არამედ ჰაეროვანიც იყოს. მაგიდასთან მიტანისას ნაყინის კოვზით ამოიღეთ ბურთულები, რომლებიც შეგიძლიათ მორთოთ პიტნის ფოთლებით.
გამომცხვარი ვაშლი
ასეთი ვაშლი ნამდვილად მოგინდებათ, რადგან ის უბრალო არ არის, ის გამომცხვარია. თან ჩვენს ჩამონათვალში ერთადერთი პროდუქტია, რომლის დიეტურობა არავითარ ეჭვს არ იწვევს.
გარეცხეთ ვაშლი, ამოაცალეთ გული ლამაზად, მრგვალად. ხილს დაუტოვეთ ძირი, რადგან ასე გამოცხობისას ფორმას არ დაკარგავს. ამოჭრილ გულში ცოტაოდენი შაქარი ჩაყარეთ და დაამატეთ წყალი.
გამზადებული ვაშლები შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 15-20 წუთის მანძილზე. სასარგებლო დესერტი მზად არის!