35 დასახელების მედიკამენტი 1 ლარად
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.
აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხარჯი, ე.წ ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის არის ძალიან მაღალი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად.” - მამუკა ბახტაძე
საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომელიც ძირითადად მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას:
- გულსისხლძარღვთა
- ფარისებრი ჯირკვლის
- ფილტვის
- დიაბეტის
- ეპილეფსიის
- პარკინსონის
ასევე, პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო აგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ შეჭირვებული მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური.
მედიკამენტების ფასების და ანოტაციების სანახავად გადმოდით ბმულზე: