34 წლის მამაკაცი მზად არის პატარა ანიტასთვის საკუთარი გული დათმოს
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ანიტას დედამ, მარიამ სადრაძემ პოსტი გამოაქვეყნა:
"პირველად, როცა ჩემი გოგოს მისამართით დაიწერა "გადავარჩინოთ პატარა ანიტა", საშინლად გავმწარდი. წავაშლევინე ეს სიტყვები და ვფიქრობდი, რა სჭირს ჩემს შვილს გადასარჩენი-მეთქი. ძალიან ბევრი რამის გადატანა მომიწია, სანამ გავიაზრებდი, რომ გადასარჩენად გვქონდა საქმე. პირველად, როდესაც ექიმისგან გავიგონე სიტყვები: Your child is dying... დავიწყე გააზრება, რომ ცუდადაა ჩვენი საქმე. დავეცი სულიერად, მქონდა ნერვული შეტევები, თავს ვერ ვიკავებდი, ანიტას დასანახად რომ არ მეტირა... 2 დღის წინ რომ გენახეთ, ვერ მიცნობდით. სხვა ადამიანი გავხდი. საწყალი ფაცო ვერც ტიროდა და ამ ყველაფრის ჩუმად გადატანა უწევდა. 2 დღეა, რაც დავინახე თქვენი თანადგომა. უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მორჩა, გადავრჩი... უკვე ყველაფერი კარგადაა. დიდ თანხებთანაა დაკავშირებული ჩვენი ხსნა. გთხოვთ, არ მოდუნდეთ... თქვენმა საქციელმა იმხელა იმედი ჩამისახა, რომ ისევ ადამიანად ვიქეცი. ეს ანიტაზეც დადებითად აისახა. მიყვარხართ ყველა. საოცრებები ხართ... ეს ჩემი საქართველოა... ეს ჩემი ქვეყანაა! ვამაყობ თქვენით. უმაგრესებო, იცით, ჩემს ქმარს 34 წლის ბიჭმა რა მოსწერა რამდენიმე დღის წინ? თუკი ჩემი გული გამოადგება, მზად ვარ, დავუთმოო... ხალხო, გესმით? გვთხოვა, არ გაგვესაჯაროებინა, მაგრამ გაჩუმებაც აღარ შემიძლია... ადამიანი თავის სიცოცხლეს " - წერს მარიამ სადრაძე.
ბოლო რამდენიმე დღეა, პატარა ანიტასთვის, რომელსაც დილატაციური კარდიომიოპათია სჭირს და მის სამკურნალოდ 300 000 ევროა საჭირო.