3 რამ, რისი გაკეთებაც ღირს შესანიშნავი სექსისთვის


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

სექსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რომელიც შეიძლება შევადაროთ ალკოჰოლით პირველ თრობას, ან თქვენი უსაყვარლესი კერძის პირველ ლუკმას- გააჩნია თქვენ რა გირჩევნიათ.

როცა თქვენ ურთიერთობების დასაწყისში ხართ, თავიდან სექსი მშვენივრად გეჩვენებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ემოციები დუნდება, რადგან სექსი ერთი და იგივე ადამიანთან 5, 10, 20 წლის მანძილზე, მომაბეზრებელი ხდება. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს? 

1.გაითავისეთ ის მომენტი, თუ რატომ გაქვთ სექსი ერთმანეთთან

შეიგნეთ ერთ მარტივი რამ ქალების შესახებ: თუ ის არ გყავთ ერთი ღამისთვის ან უბრალოდ მხოლოდ სექსუალური ურთიერთბისთვის, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქალს მამაკაცთან სქესობრივი კავშირის დამყარება მხოლოდ მაშინ უნდა, როცა მის მიმართ სულერი სიახლოვეს იგრძნობს. სწორედ ეს მომენტი ხსნის იმ ფაქტს, რომ შემთხვევით სქესობრივი კავშირისთვი მამაკაცები უფრო გახსნილები არიან, ვიდრე ქალები.

მეორეს მხრივ, მამაკაცი სექსით კავდება ემოციური კავშირის გასამყარებლად ან უბრალოდ იმიტომ, რომ სექსი უყვარს. ასე რომ, მამაკაცები და ქალები სექსით სხვადასხვა მიზეზებით კავდებიან.

მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღიარება, რომ მეთოდები, რომელთა წყალობით ისინი თავს საყვარელ და სასურველ ადამიანებად გრძნობენ შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს.

საჭიროა ისაუბროთ საკუთარ გრძნობებზე სექსის დროსაც და იყოთ გულახდილები. ეს არის პირველი მეთოდი იმისათვის, რომ უკეთესი სექსი გქონდეთ.


2.ისაუბრეთ საკუთარ ფანტაზიებსა და სურვილებზე, მოიქეცით თავისუფლად


ყველას აქვს სექსუალური ფანტაზიები. მათ აღიარებაში სასირცხვილო არაფერია, განსაკუთრებით იმ ადამიანთან, რომელთანაც სექსი გაქვთ.

მორიდებულობა აქ არ გამოგადგებათ: ღიად ისაუბრეთ საკუთარ სექსუალურ სურვილებზე თქვენს პარტნიორთან უბრალოდ იმიტომ, რომ თუ ერთმანეთს არ ეტყტვით ამ ყველაფერს, ვერასოდეს გაიგებთ რა უნდა თქვენს პარტნიორს.

3.წინასწარ დაგეგმეთ თქვენი პაემანი

მეგობარ ქალთან ერთად სახლში დარბუნებისას ლიფტში გაჭედვის დროს მისთვის ტანსაცმლის შემოხევა და მასთან ინტენსიური სექსით დაკავება დიდი სიამოვნებაა, მაგრამ მაინც ჯობია გამოყოთ გარკვეული დრო ერთმანეთთან ყოფნისა და სიამოვნების მიღებისთვის.

თქვენ არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმის შექმნა და ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა იმისათვის, რომ ღამით სქესობრივი კავშირი დაამყროთ. ეს საერთდ არ აღაგზნებს. შექმენით ეროტიკული გარემო და გამოყავით დრო თქვენი პარტნიორისთვის, დაამყარეთ მასთან მჭიდრო კონტაქტი. ეს საშუალებას მოგცემთ ისეთი შეგრძნება გაგიჩნდეთ, თითქოს ერთმანეთს პირველად ხვდებით.

რა თქმა უნდა ეს პუნქტები უფრო იმ წყვილებს შეეფერება, რომლებსაც ერთად გარკვეული დრო აქვთ გატარებული, მაგრამ მიუხედავად იმისა, ერთად 10 წელი ხართ თუ 2 თვე, ამ წესების გათვალისწინებით თქვენ გექნებათ უფრო ვნებიანი სექსი.