28 სექტემბერს მთაწმინდის პარკში “თბილისის საბავშვო ფესტივალი” გაიმართება

28 სექტემბერს, მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, 11:00-დან 19:00 საათამდე “თბილისის საბავშვო ფესტივალი” გაიმართება.

ფესტივალის დამსწრე სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა მიმართულების ზონები:

ფესტივალის დღეს ჯანმრთელობის ზონას ორი სააფთიაქო ქსელი “ჯიპისი” და “ფარმადეპო” წარადგენს.

თქვენ საშუალება მოგეცემათ გაეცნოთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. გაიგოთ მეტი ოსტეოპათიური ცენტრის შესახებ, ხელრხემლის პრობლემებზე მოზარდებში, ორთოდონტიაზე, ჯანსაღ კვებაზე. მიიღოთ ინფორმაცია ბავშვთა ფსიქოლოგიაზე და სიახლეებზე პედიატრიაში.ჩაერთოთ სხვადასხვა სახალისო აქტივობებში და თამაშებში.

გარდა ამისა, გაიმართება კონცერტები, ტურნირები, სახალისო თამაშები, გამოფენა-გაყიდვა და სხვა. თუკი თქვენს პატარას სურვილი ექნება შეგიძლიათ პროფესიონალ არტისტებტან მიიყვანოთ და სახე ლამაზად მოუხატოთ.

აღსანიშნავია ისიც,რომ ამ დღეს, მშობლები ფესტივალის მონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ შემოთავაზებებს განსაკუთრებულ ფასად მიირებენ.

ერთი სიტყვით, 28 სექტემბერს დიდი ზეიმი გელით თქვენ და თქვენს შვილებს!