2030 წლის მსოფლიო ჯანდაცვის მთავარი ამოცანები და გამოწვევები


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

“ერთად ვიმოძრაოთ, უფრო ჯანმრთელი მსოფლიოს ასაშენებლად” - ამ სიტყვებით გაიხსნა, გაეროს 74-ე ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც წელს, საყოველთაო ჯანდაცვის თემატიკას მიეძღვნა.

უმაღლესი დონის შეხვედრას, ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარ ოფისში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრნენ.

ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავეს, რომელშიც ასახულია 2030 წლისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის მთავარი ამოცანები და გამოწვევები. დეკლარაციის მიხედვით ჯანდაცვაზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის აღიარება მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ინვესტიციაა. განსაკუთრბული ყურადღება დაეთმო, პირველადი ჯანდაცვის როლის განვითარებას მსოფლიოში.

 

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე: 5000+ კლინიკა

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე: 1000+ ექიმი