10 ხილი, რომელიც თქვენი კანის სიჯანსაღისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

გიყვართ, დაძაბული სამუშაო დღის დაწყება საუზმეზე მირთმეული ვაშლითა თუ ატმით?

ან იქნებ შესვენების დროს თანამშრომლებთან ერთად ახლომდებარე კაფეში გადარბენა და ხილის დესერტის შეკვეთა აფერადებს თქვენს კვირას?

როგორიც არ უნდა იყოს არჩევანი, ვერ უარვყოფთ, რომ ჯანსაღი კვება არა მხოლოდ საჭირო მინერალებით ამარაგებს ორგანიზმს, არამედ შთამბეჭდავად მოქმედებს სახის კანის სტრუქტურაზეც.

რომელი ხილია საუკეთესო კანის ბწყინვალებისთვის?

რამდენად მნიშვნელოვანია ხილის ჩართვა დიეტური კვების რაციონის შედგენის დროს?

გაეცანით ჩვენს სტატიას და მიიღეთ ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება, მიანიჭოთ თქვენს კანს მეტი სიჯანსაღე დიდი ძალისხმევის გარეშე.

 

 

კვებითი რაციონი მოქმედების კანის სტრუქტურაზე?

დიეტის დროს, როდესაც ადამიანი ძირითად საკვებთან ერთად აქტიურად იღებს ხილსა და ბოსტნეულს, ორგანიზმი ივსება საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით. ამ პროდუქტების გამოყენება სასარგებლოა სხვადასხვა ტიპის ინფექციასთან საბრძოლველადაც. გარდა ამისა, ხილით კვება უზრუნველყოფს ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩახშობას. ხილი საუკეთესო დანამატია ჯანსაღი კვებისას და თუ გსურთ, რომ თქვენი კანის ბრწყინვალებაზეც იზრუნოთ, მაშინ მარტივი გამოსავალია, დღე დაიწყოთ ნატურალური პროდუქტით.

 

 

ხილი ხელს უწყობს  სახის კანის ბწყინვალების გაუმჯობესებას?

თუ თქვენი სახის კანი უსიცოცხლოდ გამოიყურება და გამომშრალია, თან ნაოჭებმაც უკვე შეგაწუხათ, არ იდარდოთ, ჩვენ მოგიყვებით 10 ხილის შესახებ, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ კანის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. სახის კანი ანარეკლია იმისა თუ როგორ იკვებება თითოეული ჩვენგანი. ადამიანთა გარკვეულ ნაწილს გენეტიკურად აქვს უპრობლემო კანი, დანარჩენებს კი მეტი ძალისხმება სჭირდებათ ბწყინვალებისთვის. მიუხედავად ამისა, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერების მომტანი, როცა საკუთარ თავზე ზრუნვა მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინებითაც შეგიძლია.

 

 

1. მანგო

ეს გემრიელი ტროპიკული ხილი მშვენიერი საკვებია კანის გაახალგაზრდავებისთვის. მანგო შეიცავს A, C, E და K ვიტამინებს, ასევე ბეტა-კაროტინს, ფლავონოიდებს, პოლიფენოლებსა და ქსანტოფილებს. იგი სასარგებლოა მუცლის ღრუს პრობლემების თავიდან ასარიდებლად და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო დამცველობითი ფუნქცია. მანგო, უამრავი სამკურნალო თვისების გამო, ხშირად გამოიყენება კოსმეტიკურ პრეპარატებში.

 

2. საზამთრო

საზამთრო განსაკუთრებით სასარგებლოა მგრძნობიარე კანისთვის. იმ ქალბატონებმა, რომელთაც აწუხებთ გამონაყარი, შეუძლებელია, უარი თქვან ამ ხილზე. საზამთროს შემცველობაში 92% წყალია, რაც მას იდეალურს ხდის კანიდან მავნე ნივთიერებების გამოსადევნად. საზამთრო აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემას. ეს ხილი დატვირთულია A, B1, B6 და C ვიტამინებით, ამასთანავე იგი შეიცავს ფლავონოიდებსა და კაროტენოიდებს.

 

3. ფორთოხალი

ეს ხილი არა მხოლოდ  ლამაზი ფერის გამოა მიმზიდველი, არამედ ტროპიკული გემოთითაც გამოირჩევა. ციტრუსი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც კანის სიჯანსაღისთვის უმნიშვნელოვანესია. ფორთოხალი დატვირთულია ანტიოქსიდანტებით, რაც ხელს უშლის ანთებითი პროცესების გამოწვევას და იცავს კანის სტრუქტურას დაზიანებისგან.

 

4. პაპაია

პაპაია აუცილებლად უნდა შეიტანოთ თქვენი კვების რაციონში, თუ გსურთ, რომ გქონდეთ იდეალური კანი. ეს ხილი მდიდარია A, B, C ვიტამინაბითა და სხვა უამრავი სასარგებლო მინერალით - მაგნიუმი, სპილენძი, კალიუმი. პაპაიას გააჩნია ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები, ამიტომ იცავს კანს სხვადასხვა ინფექციების განვითარებისგან.

 

5. ბროწეული

ბროწეული სასარგებლო ხილია, რადგან კარგი გემოვნური თვისებების გარდა, მისი კანი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც ხელს უშლის სახეზე მექანიკური დაზიანების წარმოქმნას. ბროწეულიც შეიცავს C და K ვიტამინებსა და სხვა სასარგებლო მინერალებს, როგორიცაა კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი და ფოსფორი.

 

6. ვაშლი

ვაშლს ყველაზე აქტიურად იყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოში. ამასთანავე იგი კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის მდიდარი წყაროა და A და C ვიტამინებსაც შეიცავს. ვინაიდან ამ ხილის გამოყენება ნებისმიერ სეზონზე შეგვიძლია, ცივ ამინდებში სასარგებლოა კანის გაღიზიანებისგან თავის დასაცავად. აღსანიშნავია, რომ A ვიტამინი ვაშლში 50%-ით მეტია, ვიდრე ფორთოხალში. გარდა კანის სიჯანსაღისა, ვაშლი ნაღვლის ბუშტის პროფელაქტიკასაც უწყობს ხელს.

 

7. ბანანი

ეს ხილი არა მხოლოდ ენერგიულად ყოფნის მშვენიერი საშუალებაა, მის კანს სამკურნალო თვისებების გააჩნია „ჯიუტი“ აკნეს მიერ დატოვებული ლაქების მოსაშორებლად. გარდა ამისა, ბანანი მდიდარია A, C, E, K ვიტამინებით და კალციუმით, მაგნიუმითა და კალიუმით. იგი შესანიშნავად ითავსებს კანის დამატენიანებლის ფუნქციასაც.

 

8. ყურძენი

ყურძნის მრავალი ჯიში არსებობს და თითოეული მათგანი სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, იმდენად, რომ ამ ხილს კანის კიბოს პრევენციისთვისაც იყენებენ. ყურძნის თესლს აქვს კანის სამკურნალო, გამაახალგაზრდავებელი და დამცავი თვისებები. იგი მდიდარია C, A, E და B ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, გოგირდით, რკინით, სპილენძითა და კალციუმით. ყურძნის რბილობი ღვინისა და ვაშლის მჟავების წყალობით, შესანიშნავად წმენდს კანს.

 

9. კივი

დაიწყეთ დილა კივის მირთმევით და თქვენი კანი უფრო ბრწყინვალე გახდება. ეს ხილი საუცხოოდ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, წმენდს და აჯანსაღებს არა მხოლოდ კანს, არამედ შინაგან ორგანოებსაც. კივი სასარგებლოა ნაოჭების მოსაშორებლადაც. ციტრუსი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, ასევე მასში არის E ვიტამინი, რომელიც შედის მაღალკალორიულ პროდუქტში.

 

10. მარწყვი

თუ თქვენ ყოველთვის ოცნებობდით სუფთა კანზე, გამონაყარის გარეშე, მაშინ მარწყვი აუცილებლად უნდა სცადოთ. იგი უხვად შეიცავს ალფა-ჰიდროქსი მჟავასა და C ვიტამინს, რაც ხელს უწყობს კანის ბრწყინვალებას. ამ ხილს ბევრი კბილების გასათეთრებლადაც კი იყენებს. იგი ასევე ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.