10 ფრაზა, რომლებიც ნებისმიერ კონფლიქტს ჩაახშობენ
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
როცა ატმოსფერო იძაბება, ზუსტი დროა კამათისა თუ ჩხუბის თავიდან არიდების მიზნით ტაქტის გამოვლენისათვის. წარმოგიდგენთ 10 ფრაზას, რომლებიც დაგეხმარებიან ურთიერთობის გამყარებაში.
- მოდი ცოტა ხნით შესვენება ავიღოთ, ყველაფერზე კარგად დავფიქრდეთ და გადაწყვეტილება ისე მივიღოთ.
ნეგატივისა და პრეტენზიების ნაკადი რომ შეაჩეროთ, ჯერ სჯობს შეაჩეროთ გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი სიტყვების ნაკადი, მოდუნდეთ და დაფიქრდეთ, საერთოდ რატომ დაიწყო ეს კამათი? იქნებ უბრალოდ საკუთრი ცუდი განწყობის ერთმანეთზე გადატანას ცდილობთ? თუ ეს ასეა, მაშინ დასვენების შემდეგ ცოტა მოდუნდებით, დამშვიდდებით და კონფლიქტის მიზეზი თავისით "გაიწოვება". - მოდი ერთად მოვიფიქროთ როგორ გადავჭრათ პრობლემა და შევინარჩუნოთ ურთიერთობა.
ამ ფრაზით ორ კურდღელს ერთდროულად დაიჭერთ: პირველ რიგში, აჩვენებთ, რომ თქვენი ურთიერთბა თქვენთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა და არ გინდათ, რომ რაიმე გაუგებრობამ გააფუჭოს ის, მეორე - ეთანხმებით მოუსმინოთ მის მოსაზრებას იმისათვის, რომ გამონხოთ კომპრომისი. ბრავო, აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტიელებაა! - გაბრაზებული კიდევ უფრო ლამაზი და კარგი ხარ!
ეს ფრაზა ნოკაუტში აგდებს ყოველგვარე ნეგატივს და აგრესიას — სასიამოვნო კომპლიმენტის გაკეთბა კეთილ ღიმილს იწვევს. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თავის მისამართით გულახდილ არფრთოვანებას ისმენს, გამოუმუშავდება სეროტინი — ბედნიერების ჰორმონი, რომელიც ასევე დამამშვიდებელი ეფექტის მატარებელია. ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ ურთიერთბის შენარჩუნება გსურთ და არა დანგრევა. - კარგი, მე შენი მესმის
როცა ორი ადამიანი იმყოფება აგრესიული საუბრის პირობებში, ყოველი მათგანი ცდილობს პირველ რიგში სათქმელი და თავისი პოზიცია მიიტანოს თანამოსაუბრემდე: რა არ მოეწონა, რა გრძნობებს იწვევს მასში შექმნილი ვითარება და ა.შ. სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მხარის მოსმენა, მისი გაგება და რაც შეიძლება მეტი პატივისცემის გამოხატვა. ფრაზა «მე მესმის შენი» ნიშნავს, რომ უკვე იმ დონემდე მიხვედით, როცა საქმის მოგვარება ერთ მცირედ ნაბიჯზეა დამოკიდებული — გადაწყვიტოთ, თუ როგორ გამოიყენებთ კონფლიქტის დროს მიღებულ ინფორმაციას ურთიერთობის სასარგებლოდ. - დამეხმარე იმაში, რომ გაგიგო
ისეც ხდება, რომ ორი ადამიანი საუბრობს სრულიად განსხვავებულ რამეზე და უარს ამბობენ ერთმანეთის მოსმენაზე. თუ თქვენ გესმით, რომ მოსაზრებები იყოფა, თანამოსაუბრეს წყნარად სთხოვეთ უფრო გასაგებად აგიხსნათ, თუ რატომ ფიქრობს ასე და არა სხვაგვარად, რით არის გამოწვეული მისი მწვავე რეაქცია. ეს დაგეხმარებათ კონფლიქტის მოგვარებასა და ურთიერთბის გამყარებაში. - ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას, უარესიც ხომ მომხდარა!
თუ თქვენს ცხოვრებაში სერიოზული განცდები ყოფილა, რომლებიც უკვე გადალახეთ ერთად, მაშინ დანარჩენი მხოლოდ ცხოვრებისეული წვრილმანებია. შეახსენეთ საკუთარ თავს და თანამოსაუბრეს, რომ პირველ რიგში თქვენ გუნდი ხართ, ხოლო გუნდი ყოველთვის მოქმედებს კავშირის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე. - როგორ ფიქრობ, სიტუაციის გამოსწორებისთვის რისი გაკეთბა შემიძლია?
სავარაუდოდ თქვენს თანამოსაუბრეს უკვე აქვს თავში შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურს. მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა უნდა მას სინამდვილეში: შენი თანხმობა გარკვეული ქმედება, რაიმეს გაკეთება თუ რა. ამის გაგებისთანავე თქვენ შეგიძლიათ გაარკვიოთ საერთოდ რა იყო წარმოქმნილი კონფლიქტის მიზეზი, რას მოითხოვენ თქვენგან და შეგიძლიათ თუ არა დათმობებზე წასვლა. - მოდი ამ პრობლემას სხვაგვარად შევხედოთ
ნებისმიერი ურთიერთგაგების საწინდარი არის კონფლიქტისთვის სხვადასხვა კუთხით შეხედვის უნარი. თუ იმაზე გაბრაზდით, რომ თქვენმა მამაკაცმა გადაწყვიტა დასვენების დღეები მეგობრებთან ერთად გაატაროს და სათევზაოდ წავიდეს, შეხედეთ ამას სხვა კუთხით — ამ დროს თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავს უფრო მეტი დრო დაუთმოთ! და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ: გახვიდეთ დაქალებთან ერთად კაფეში, შეიაროთ საყვარელ სალონში ან მასაჟზე. კმაყოფილი ქალი — კეთილი ქალია. თქვენი მამაკაცი დაბრუნდება, დაინახავს როგორი გალამაზებული, დასვენებული და ბედნიერი ხართ და შემდეგ ჯერზე ნაკლებად მოუნდება თქვენი მარტო დატოვება. - მოდი ეს საკითხი მშვიდად განვიხილოთ მაშინ, როცა ორივე მზად ვიქნებით ამისთვის
ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია მშვიდად დაასრულოს კონფლიქტური საუბარი, როცა თავში ქაოსია, საწყენ სიტყვებს ისვრის და სურს თავისი სიმართლე დაამტკიცოს. თუ კონფლიქტი ბრძოლის ველს ემსგავსება, სჯობს იარაღი დაყაროთ და მოლაპარაკებები გააგრძელოთ მეორე დღეს. - მოდი შევწყვიტოთ კამათი ახლავე
ურთიერთდადანაშაულება, ყვირილი და ცრემლები მხოლოდ დაამძიმებს სიტუაციას და გააჭიანურებს პრობლემის გადაწყვეტას. თუ თქვენ თანამოსაუბრეს სთავაზობთ გაჩერებას, გონივრული ადამიანის პოზციას იჭერთ. არის შემთხვევები, როცა უაზრობაა იმის მცდელობა გაარკვიო ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა