როგორ გავაუმჯობესოთ თვითკონტროლი და მენტალური ჯანმრთელობა აზარტული თამაშებით გართობისას
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ადამიანების ნაწილი, რომელთაც უყვართ აზარტული თამაშებით გართობა, არ განიცდიან რაიმე სახის მენტალურ ზეწოლას ამ პროცესიდან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანი საკმაოდ ხშირად განიცდის გარკვეულ უარყოფით გავლენას, თუმცა მათ შეიძლება არ აქვთ რაიმე სახის აზარტული თამაშების ედიქცია. მაგრამ აზარტის სიყვარული შეიძლება მაინც განაპირობებდეს სირთულეებს ურთიერთობებსა და ფინანსურ საკითხებში.
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება შეექმნას ნებისმიერ ადამიანს ცხოვრების ნებისმიერი ეტაპზე. ადამიანთა დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ შესაძლოა მხიარული, უვნებელი გართობიდან არაჯანსაღ აკვიატებამდე მივიდეს. მიუხედავად იმისა, უბრალოდ დადებთ ფსონს სპორტის საყვარელ სახეობაზე, თუ გაერთობით რომელიმე ვიდეო სლოტის თამაშით - აზარტული თამაშების პრობლემამ შეიძლება დაძაბოს თქვენი ურთიერთობები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, ხელი შეუშალოს მუშაობის პროცესს და გამოიწვიოს ფინანსური სირთულეები. აზარტმა შეიძლება ისეთი რამისკენაც გიბიძგოთ, რასაც მანამდე დაგმობდით და უბრალოდ არ გააკეთებდით.
რეალურად კი არსებობს ედიქციური პრობლემა "აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება" - ასევე ცნობილი როგორც პათოლოგიური აზარტული თამაშები ან აზარტული თამაშების დარღვევა. რეალურად ეს არის ადამიანის იმპულსების კონტროლის დარღვევა. ასეთ დროს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ხართ, თქვენ ვერ აკონტროლებთ აზარტული თამაშების გავლენას, მაშინაც კი, როდესაც მას აქვს უარყოფითი ზეგავლენა თქვენზე ან თქვენთვის საყვარელ ადამიანებზე. თუ დამოკიდებული ხართ აზარტულ თამაშებზე, მასზე სულ უფრო მეტ დროს და ფულს ხარჯავთ, იცლებით ემოციებისგან და ხდება ერთგვარი ორგანიზმის გამოფიტვა.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ან პრობლემა ხშირად ასოცირდება სხვა ქცევასთან ან განწყობის დარღვევებთან. ბევრი პრობლემური აზარტული მოთამაშე ასევე განიცდის სტრესს, დეპრესიას, შფოთვას ან ბიპოლარულ აშლილობას. აზარტული თამაშების პრობლემების დასაძლევად, თქვენ ასევე დაგჭირდებათ ამ და სხვა გამომწვევი მიზეზების მოგვარება.
შესაძლოა იგრძნოთ, რომ უძლური ხართ თქვენი დამოკიდებულების წინააღმდეგ, მაგრამ არსებობს უამრავი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ პრობლემის დასაძლევად, ასევე თქვენი ურთიერთობებისა და ფინანსების გამოსასწორებლად, რაც დაგეხმარებათ საბოლოოდ აღადგინოთ კონტროლი თქვენს ცხოვრებაზე.
თვითკონტროლი და მისი მნიშვნელობა კაზინოში
თვითკონტროლი განისაზღვრება, როგორც გარეგანი მოთხოვნების წინაშე ნორმალურად ფუნქციონირების უნარი, საზოგადოებაში ემოციების, სურვილების და ქცევის კონტროლის დროს. ადამიანების უმეტესობას უწევს ყოველდღიურად ამ დამაბალანსებელი მოქმედების შესრულებას, რათა სასურველი ურთიერთობები შეინარჩუნონ სასურველ ადამიანებთან და გარემოში.
კაზინოში თვითკონტროლი იგივენაირად მუშაობს, თუმცა წონასწორობის შენარჩუნებაში წარუმატებლობისთვის ჯარიმა ხშირად საკმაოდ დიდი ფული და ენერგია შეიძლება იყოს. ზოგიერთი ადამიანი საკუთარ დანაზოგსა თუ უკანასკნელ ფინანსურ სახსრებსაც კი ფლანგავს აზარტული თამაშებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური ქცევა, მაგრამ ეს არის ის, რაც ამა თუ იმ ხარისხით აწუხებს ქართული ონლაინ კაზინოების არაერთ მფლობელს. თუ გიჭირთ საკუთარი თავის მოთოკვა აუცილებელია დაიხმაროთ პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმებიც. იმისათვის, რომ გაეცნოთ პასუხისმგებლიანი ონლაინ კაზინოების ჩამონათვალს, რომლებიც მომხმარებლებს იცავენ ედიქციური დამოკიდებულებისგან სხვადასხვა სისტემური და პროგრამული გადაწყვეტებით. ამისათვის Bestcasinosites.net გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს პასუხისმგებლიანი ოპერატორების შესახებ და მათ შორის რამდენიმე საუკეთესო ონლაინ კაზინოს საქართველოში.
როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი თვითკონტროლი აზარტულ თამაშებთან მიმართებაში
ადამიანთა გარკვეული ნაწილი მარტივად ახერხებს სასურველი თამაშებიდან და აქტივობებიდან მხოლოდ სიამოვნება მიიღოს და საკუთარი თავი აკონტროლოს, მაგრამ მეორე ნაწილისთვის აზარტულობა მართლაც წარმოადგენს დიდ პრობლემას. ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებითაც შეძლებთ შეინარჩუნოთ თვითკონტროლი და გაიუმჯობესოთ თქვენი ნების სიმტკიცე.
შემდეგში, როცა კაზინოში ამოყოფთ თავს (შესაძლოა თქვენი სურვილის გარეშეც კი), გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები და ტაქტიკები. რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება ვერ გამოიყენოთ ყველა მათგანი ერთი ვიზიტის ფარგლებში, მაგრამ ნებისმიერ აზარტულ მოთამაშეს მიეცემა შესაძლებლობა სხვადასხვა დროს დატესტოს სხვადასხვა ტაქტიკები. გახსოვდეთ, იქნება ეს ტოპ კაზინოს საიტი საქართველოში თუ უშუალოდ ფიზიკურ სივრცეში განლაგებული კაზინო, აუცილებებლია თვითკონტროლის მექნაიზმების გამოყენება.
-
კარგად გაეცანი წესებს - როგორ შეიძლება მოელეოდოთ თამაშში გამარჯვებას, თუ არ გესმით წესები. ზოგიერთი ქართული ონლაინ კაზინოს წესებისა და პირობების გაგება უფრო მარტივია ვიდრე დანარჩენების, მაგრამ აუცილებებლია თქვენ ყველაფერი გააკეთოთ, რათა სწორი მოლოდინები შეიქმნათ და მინიმუმამდე შეამციროთ იმედგაცრუების რისკი. ბევრი კაზინო გთავაზობთ იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა თამაშების დემო ვერსიით ისარგებლოთ და კარგად გაიგოთ წესები და პირობები, თანაც ისე, რომ ამაში არ მოგიწიოთ თანხის დახარჯვა. თანაც, უფასო დემო ვერსიის ფარგლებში თამაშის შემდეგ, იქნებ საერთოდ არც მოგინდეთ ფასიან ვერსიაზე გადასვლა.
-
ხშირად აიღეთ შესვენებები - როგორც წესი, აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანები ხშირად არიან მენტალურად და ემოციურად გადაღლილი, იქნება ეს ფიზიკურ კაზინოებსა თუ ქართული ონლაინ კაზინოების საიტებზე თამაშისას. ისინი ხშირად ათენებენ ღამეებს და არ აძლევენ საკუთარ სხეულს დასვენების საშუალებას. ამიტომ აუცილებელია დაისახოთ მიზნად, რომ სხვადასხვა მომენტში აიღებთ შესვენებებს, უბრალოდ შეწყვეტთ თამაშსა თუ სათამაშო აქტივობების ყურებას და ორგანიზმს მისცემთ განტვირთვის საშუალებას, ჩაისუნთქავთ სუფთა ჰაერს და გონებას მისცემთ გადატვირთვის საშუალება, რომ უფრო ჯანსაღი გადაწყვეტილებები მიიღოს.
-
ბიუჯეტის ჭკვიანური მენეჯმენტი - გახსოვდეთ, რომ სანამ თქვენ არ დააწესებთ ლიმიტს თვენი სათამაშო ბიუჯეტისთვის, მუდმივად გექნებათ ფლანგვის საშიშროება და არამიზნობრივი ხარჯვის შესაძლებლობა. თქვენ ყოველთვის უნდა ითამაშოთ თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად და როგორც კი ამოწურავთ მას, უნდა შეწყვიტოთ თამაში. თამაშის დროს ძნელია უბრალოდ გადაწყვიტოთ როდის არის შეჩერება საუკეთესო, რადგან ამ დროს ადამიანებს იმპულსები და ემოციები მართავთ, მაგრამ თუკი წინასწარ, ცივი გონებით განსაზღვრული ლიმიტი გაქვთ დაწესებული, უფრო გაგიმარტივდებათ უარი თქვათ თამაშის გაგრძელებასა და არასასურველი შედეგის დადგომაზე.
-
მოერიდეთ ალკოჰოლს თამაშისას - ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ადამიანების უმეტესობას უჭირს თავშეკავების შენარჩუნება და ისინი უფრო მიდრეკილნი ხდებიან სწრაფად მიიღონ იმპულსური გადაწყვეტილებები. შესაბამისად, უმჯობესია არ გამოიყენოთ ალკოჰოლური სასმელები და მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კონცენტრაცია, რომ უბრალოდ გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება გსურთ და არა საოცნებო ჯეკპოტებზე დევნა.
-
არასოდეს ისესხოთ ფული აზარტული თამაშებისთვის - თუ თქვენ აზარტული თამაშებისთვის სესხულობთ ფულს, შეგვიძლია უკვე დავასკვნათ, რომ თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა გართობის ამ ფორმით დაკავდეთ. ასეთ შემთხვევაში, რატომ უნდა დაიმძიმოთ ფინანსური რესურსები და გაიუარესოთ მენტალური მდგომარეობა?! რა თქმა უნდა, რეკომენდირებულია, რომ არ ისესხოთ ფული აზარტული თამაშებისთვის რაოდენ მიმზიდველადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ რომელიმე ტოპ ონლაინ კაზინო საქართველო და მისი შეთავაზებები.
-
ნუ იქნებით ხარბი - როდესაც რაიმე თანხას მოიგებთ, ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ მოგებების ციკლი დაიწყება და თქვენი თანხა კიდევდაკიდევ გაიზრდება. ნუ მისცემთ სიხარბეს შესაძლებლობას დაგაკარგვინოთ ის გამარჯვებები, რომლებიც უკვე მიიღეთ. მოგების შემდეგ არაერთი ქართული ონლაინ კაზინო სთავაზობს მომხმარებლებს თამაშის გაგრძელებას და კიდევ უფრო მეტი მოგების მიღებას, ასეთ როს აუცილებელია თქვენ თავს ჰკითხოთ "იქნებ რაც მოვიგე ეს უკვე საკმარისია" და დაფიქრდეთ იმ ალტერნატივაზე, თუ რა მოხდება თამაშის შეწყვეტისას.
-
ნუ მისტირით წაგებულ თანხებს - ხშირად მოთამაშეებს ჰგონიათ, რომ სრული თანხა, რაც აზარტული თამაშების ფარგლებში დაკარგეს უნდა "დააბრუნებინონ" კაზინოს და ამიტომ კიდევ უფრო მეტს თამაშობენ, რომ მოიგონ და "დაიბრუნონ" მათი თანხები. რა თქმა უნდა, ეს მსჯელობა არ არის ლოგიკურად გამართლებული, ყოველი ახალი თამაშისას თქვენ კიდევ უფრო მეტ რისკზე მიდიხართ და კიდევ უფრო მეტი თანხის დაკარგვის შესაძლებლობა ჩნდება, ამიტომ თავი შეიკავეთ მსგავსი მიდგომისა და სტრატეგიის ქონისგან.
ის, რაც აუცილებელია თქვენი კეთილდღეობისთვის
დასასრულს გვინდა გირჩიოთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ როგორც მენტალური ასევე ფიზიკური კეთილდღეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში.
-
დაკავდით ფიზიკური აქტივობით - ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობის გაკეთება საშუალებას აძლევს თქვენს ტვინს იმუშაოს მაქსიმალური ეფექტურობით, რაც მნიშვნელოვანია არასასურველი ქცევებისა და მიდრეკილებების დასაძლევად. ზოგჯერ უბრალოდ გასეირნებაც კი დიდ შვებას მოგიტანთ.
-
იკვებეთ ჯანსაღად, დღის განმავლობაში ხშირი და მცირე პორციებით - გახსოვდეთ, შიმშილი ყოველთვის ხელს უწყობს იმპულსურობას.
-
არ დაიკლოთ ძილი - თქვენს ტვინს სჭირდება გლუკოზის მოხმარება ცდუნების წინააღმდეგ საბრძოლველად და ძნელია ამის გაკეთება, თუ საკმარისად არ გძინავთ (ღამეში 7-დან 8 საათამდე).
-
ისწავლეთ პატიება - როდესაც ცდუნებას ემორჩილებით, ჩნდება საკუთარი თვითგვემისა და დამატებით თვითდესტრუქციული ქცევები, რაც ერთგვარ მოჯადოებულ წრეში გაბრუნებთ, ემპათია თქვენი თავისადმი აუცილებელია.
-
მიმართეთ მედიტაციას - როდესაც თქვენ ავარჯიშებთ თქვენს გონებას, ის უკეთესად არის აღჭურვილი ცდუნების დასაძლევად.
გახსოვდეთ, გზა ცვლილებებისაკენ იწყება პრობლემის აღიარებით და სანამ პირველ ნაბიჯს გადადგამთ ამისთვის უნდა გქონდეთ მენტალური მზაობა და თვითშეგნება, რომ ეს ცვლილებები თქვენი კეთილდღეობისთვის აუცილებელია.