ყურადღება! აქცია დასრულებულია, შეგიძლიათ იხილოთ მსგავსი აქციები.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

ონკო–პათოლოგიის 14.1 მილიონი ახალი შემთხვევიდან 19% საშვილოსნოს ყელის კიბოზე მოდის.
გახსოვდეთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული სტადია განაჩენი არ არის!

 

სკრინინგით შესაძლებელია ადრეული ცვლილებების გამოვლენა და შესაბამისად, დროული მკურნალობა. 

 

საქართველოს მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში მეორე ადგილზეა.  

 

სწორედ ამიტომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგულ კვლევებს სიმბოლურ ფასად.

 

კვლევის ფარგლებში, მხოლოდ 31 ლარად გთავაზობთ:

1) ონკო–გინეკოლოგის კონსულტაციას;
2) PAP-ტესტს;  
3) კოლპოსკოპიას.
4) საჭიროების შემთხვევაში, ჰისტომორფოლოგიურ კვლევაზე ისარგებლებთ 50%–იანი ფასდაკლებით.  

გახსოვდეთ, ნებისმიერი დაავადების (მათ შორის კიბოს) ადრეულ სტადიაზე მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე შორს წასულ შემთხვევებში. ამ გზით ქალს უხანგრძლივდება სიცოცხლე, ინარჩუნებს ნორმალური ცხოვრების წესს, ზოგ შემთხვევაში შვილოსნობის უნარსაც.

რაც შეეხება შორს წასულ შემთხვევებს – ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენები არ არის. რეკომენდებულია ქიმიო-სხივური თერაპიული მკურნალობა, რომელიც ჩვენს კლინიკაში ულტრათანამედროვე სხივურ ამაჩქარებლებზე Varian TrueBeam–სა და Varian VitalBeam–ზე წარმატებით ხორციელდება.

 

 

აქცია ძალაშია: 30.04.2019

აქციით სარგებლობა შესაძლებელია  ყოველ სამშაბათს,  ოთხშაბათს და ხუთშაბათს. 

უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.